keyboard_arrow_down

Smart Hotel Solution

Complete automation and remote control of your hotel.

როდესაც ვსაუბრობთ სასტუმროს ჭკვიან გადაწყვეტილებებზე ჩვენ ავტომატურად ვგულისხმობთ ჭკვიან ტექნოლოგიებზე, რომელთაც მოაქვთ უამრავი სიკეთე , როგორც ბიზნესისთვის ისე საბოლოო მომხმარებლისთვის.
რას გულისხმობს ჭკვიანი სასტუმროს კონცეფცია და როგორ შეგვიძლია გავმიჯნოთ მისი სარგებელი, როგორც ბიზნესისთვის ისე საბოლოო მომხმარებლისთვის?
თუ თქვენ ფლობთ ნებისმიერი სახის სასტუმროს, იქნება ეს 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო, თუ მცირე ზომის ჰოსტელი მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. სმარტერის გუნდს შეუძლია შემოგთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც გახდის თქვენ ბიზნესს ენერგო ეფექტურს, დაგიზოგავთ დროს და უფრო კომფორტულს გახდის თქვენს ობიექტზე დასვენებას.
რა გადაწყვეტილებები მოიაზრება ჭკვიანი სასტუმროს კონცეფციაში, რომელიც გახდის თქვენს ბიზნესს უსაფრთხოს, ენერგო ეფექტურს და უპასუხებს უახლეს ტექნოლოგიურ გამოწვევებს?!

Scroll Down Explore More
Product Image
სანამ გადაწყვეტილებებზე გადავიდოდეთ კარგად გავიგოთ თუ რას ნიშნავს ე.წ. სასტუმროს სმარტ ოთახი და კონკრეტულად რისი ავტომატიზირების შესაძლებლობა გეძლევათ სასტუმროს:

  • განათების ავტომატიზირება გულისხმობს სასტუმროს ოთახში არსებული ყველა განათების, როგორც ლოკალურ ისე დისტანციურ მართვას. შესაბამისად ოთახში განათების კონტროლის საშუალება ექნება, როგორც მიმღების თანამშრომელს, ისე სტუმარს, ნებისმიერი მართვის პანელიდან.
  • გათბობა გაგრილების ავტომატიზირება წარმოადგენს მათ დისტანციურ და ლოკალურ კონტროლს ნებისმიერი დისტანციიდან. ჭკვიანი თერმოსტატის დახმარებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი დისტანციიდან, პლანშეტის ან სხვა მართვის პანელის დახმარებით აკონტროლოთ ოთახში არსებული ტემპერატურა.
  • ფარდა ჟალუზების ავტომატიზირება სასტუმროს ოთახის შემთხვევაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. როგორც სტუმარს, ისე მიმღების თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს, რომ დისტანციურად აკონტროლოს ფარდა ჟალუზები. სასტუმროს სტუმრებს განსაკუთრებულად მოწონთ აღნიშნული შესაძლებლობა, რადგან ფარდის გადასაწევად მათ არ უწევთ ლოგინიდან წამოდგომა და ამას დისტანციურად აკეთებენ.
  • მომსახურე პერსონალთან დისტანციური კომუნიკაცია საკმაოდ დიდი კომფორტია სტუმრისთვის. თუ სტუმარს სურს რომ არ შეაწუხონ, მას აღარ ჭირდება სპეციალური საკიდის ჩამოკიდება საკეტზე. ოთახის შიგნით მონიშნული „Do not disturb” ღილაკზე თითის დაჭერით ოთახის გარეთ ავტომატურად ანიშნებს სტუმარს რომ იგი მიუწვდომელია. ანალოგიური სისტემით მას შეუძლია სხვა დამატებითი ინფორმაციის მიმოცვლა მომსახურე პერსონალთან. ასევე ძალიან კომფორტულია ე.წ. Room Service ის გამოძახება იგივე მართვის პანელით.
  • სცენარული რეჟიმების მართვა ძალიან მოსახერხებელია, როგორც ნომრის შიგნით ისე სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში. შესაძლებელია დაპროგრამდეს რამოდენიმე სცენარი. მაგალითად სასტუმროს შემთხვევაში ხშირად გამოყენებადია - Welcome Mode / Goodbye Mode / Night Mode. აღნიშნულ სცენარზე დაპროგრამირებულია რამოდენიმე მოქმედება, რომელიც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ამოქმედდება. მაგალითად Welcome Mode ის შემთხვევაში, სასტუმროს ოთახში ყველა ტექნიკა და საჭირო მოწყობილობა მოვა სამუშო რეჟიმში: ტელევიზორი ჩაირთვება და მიესალმება სტუმარს, ფარდები გადაიწევა, ჩაირთვება გათბობა გაგრილება და ა.შ.
  • ელექტრო ტექნიკის ავტომატიზირება გულისხმობს სასტუმროს ოთახში არსებული ყველა ელექტრო ტექნიკის დისტანციურ მართვას. შესაძლებელია იყოს ტელევიზორი, ყავის აპარატი, თერმოსტატი, კონდიციონერი და ა.შ.
  • უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემებში მოიაზრება ჭკვიანი დეტექტორები, ესენია: ხანძრის, ხვამლის, წყლის გაჟონვი, არასრული წვის და კარბონ მონოქსიდის დეტექტორები. ეს უსადენო მოწყობილობები განსაკუთრებით კომფორტულია რადგან მათ არ ჭირდებათ დამატებითი გაყვანილობა და განგაშის სიგნალის დაფიქსირების შემდეგ შესაძლებლობა აქვთ ავტომატურ რეჟიმში მოახდინონ პრევენცია ჩვენდა ჩურევლად. პრევენციაში იგულისხმება მილების ავტომატური გადაკეტვა, რაც გაზისა და წყლის შემთხვევაში საკმაოდ პრაქტიკული და ხშირად გამოყენებადია.
  • კარ-ფანჯრის კონტროლი საკმაოდ მნიშვნელოვანია ენერგო ეფექტურობის კუთხით. ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ რომ კარის ან ფანჯრის გაღების შემთხვევაში ოთახში გათბობა გაგრილება ითიშება ხოლო მათი დაკეტვის შემდეგ ცენტრალური სისტემა აგრძლებეს მუშაობას. ეს ყველაფერი სწორედ კარ-ფანჯრის სენსორის დახმარებით ხდება. ასევე ნებისმიერ დროს, მიმღების თანამშრომელს საშუალება აქვს ნახოს თუ რომელიმე კარი ან ჯანჯარაა ღია მდგომარეობაში.
Product Image
Product Image
  • მინი ბარის ავტომატიზირება გულისხმობს თქვენი, როგორც ბიზნესის მფლობელის ინფორმირებას ნებისმიერ ბარში დანაკლისის შესახებ. ანუ ე.წ. Check Out ის დროს მიმღების თანამშრომელს აღარ მოუწევს სტუმრისთვის კითხვის დასმა თუ რა მოიხმარა ვიზიტის პერიოდში. თითოეული ნივთი, რომელიც დააკლდება მინი ბარს ავტომატურად დაფიქსირდება რეცეფციაში შესაბამისად თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელი თავიდან აიცილებთ ყველანაირ დანაკლისს და გაუგებრობას.
  • კარის ჭკვიანი საკეტები და საბარათე მოწყობილობები. სმარტერის მიერ შემოთავაზებულ სასტუმროს გადაწყვეტილებებში თავის თავად მოიაზრება კარის საკეტები, რომელიც ტრადიციულად რეაგირებს სტუმრის ბარათზე. ასევე საბარათე სისტემები, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია ენერგო ეფექტურობის კუთხით.


სწორედ ამ მომსახურებიდან გამომდიანრე თქვენი სასტუმრო უპასუხებს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. როგორი იქნება მომხმარებლის გამოცდილება თქვენი სასტუმროს ავტომატიზირების შემდეგ?
დავიწყოთ ე.წ. Check in პროცესით, რაც გულისხმობს სტუმრის დაშვებას მისთვის განკუთვნილ ოთახში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოახდენთ სასტუმროს ნომრების ავტომატიზირებას, Check in ის გავლის შემდეგ ნომერში ავტომატურად მოხდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გააქტიურება. მაგალითად სანამ სტუმარი რეცეფციიდან მისთვის განკუთვნილ ოთახამდე მიაღწევს, ავტომატურ რეჟიმში გააქტიურდება შემდეგი მოწყობილობები: აინთება განათება, ჩაირთვება ცენტრალური გათბობა/გაგრილება, გადაიწევა ფარდები, ჩაირთვება ტელევიზორი რომელიც მიესალმება სტუმარს და ა.შ.
Check out ის დროს კი ავტომატურად გამოირთება ყველა მოწყობილობა, ინფორმაცია მოგვივა მინი ბარში დანაკლისის შესახებ. თავიდან ავიცილებთ ყველანაირ დანაკლისს და დავზოგავთ მნიშვნელოვან დროს.

Modern security standard

Imagine, that you don’t have to enter in to a frozen room in your country house and that you can open the garage door without leaving the car. You do not have to worry about these all, Imagine, that you can control iron, light, lamp on your working table, heating system at cottage house and garage doors remotely, by a single application

  • 2013
  • 2014
  • 2015
  • 2016
  • 2017
  • 2018
  • 2019

4500

Apartment

350+

Villa

30

Hotel

400+

Office

Comfort in Your Everyday Life

Imagine that in the morning, according to a pre-created algorithm, the audio system activates the alarm, curtains open and coffee maker is turned on.

67 Products

Products

View All

Solutions

Read More