keyboard_arrow_down

ჩვენ შესახებ

მართე სახლი დისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

ჭკვიანი სახლი თანამედროვე, უსაფრთხო, კომფორტული და ენერგოეფექტური გარემოა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით და მხოლოდ ერთი აპლიკაციით იმართება.

სმარტერი 2016 წელს დაარსდა და ლიდერია მათ შორის, ვინც ჭკვიანი სახლის ტრენდულ და ინოვაციურ იდეას ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის. მისი მიზანია თქვენი სახლი თუ სხვა ტიპის დაწესებულება პასუხობდეს უსაფრთხოებისა და კომფორტის უახლეს სტანდარტებს. სწორედ ამიტომ სმარტერი-ს აპლიკაცია მაქსიმალურად გამარტივებულია და ხელიმისაწვდომია, როგორც ინგლისურ ასევე ქართულ ენაზე.
დისტანციურად კონტროლირებადი და ავტომატიზირებული საყოფაცხოვრებო სისტემები დროისა და ხარჯების დაზოგვას თქვენი გადატვირთული რეჟიმის პირობებშიც კი ბევრად ამარტივებს.

სმარტერის სისტემით სახლის, ოფისის თუ სხვა ტიპის დაწესებულების აღჭურვა ელექტრო რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა. თუ გსურთ გაიუმჯობესოთ და გაიმარტივოთ ცხოვრების დონე ისე, რომ საცხოვრებელი თუ სამუშაო სივცრე მუშაობდეს თქვენთვის და არა პირიქით, მაშინ სმარტერი თქვენთვისაა.

Scroll Down გაიგე მეტი

სერთიფიცირებული ინჟინრების გუნდი

სმარტერის გუნდმა კარგად იცის, როგორ გახადოს ტექნიკურად რთული დეტალები, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის მარტივად გამოყენებადი. დაინტერესების შემთხვევაში, ინჟინრები პირადად სტუმრობენ ადგილს და დამკვეთისთვის სასურველი სერვისების მიხედვით ქმნიან ტექნიკურ ნახაზს აღსრულების შესაძლო სტრატეგიით

უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი

წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასულს მთელი დღე ჩართულ უთოზე არ გეფიქრებათ, საძინებელში მყოფი არც იმაზე დარდობთ ვინ გამორთავს ტელევიზორს მისაღებ ოთახში...
წარმოიდგინეთ, რომ ზამთრის უქმეებზე ქალაქგარეთ ცივ სახლში მისვლა არ გიწევთ და არც ავტოფარეხის გასაღებად გჭირდებათ მანქანიდან გადმოსვლა, რადგან უთო, შუქი, სახლის გათბობა და ავტოფარეხის კარი შეგიძლიათ ერთი აპლიკაციით, დისტანციურად, აკონტროლოთ.

  • 2013
  • 2014
  • 2015
  • 2016
  • 2017
  • 2018
  • 2019

4500

აპარტამენტი

350+

ვილა

30

სასტუმრო

400+

ოფისი

კომფორტი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

წარმოიდგინეთ, რომ წინასწარ შექმნილი ალგორითმის მიხედვით, დილით, ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩაირთვება აუდიო სისტემა და დარეკავს მაღვიძარა, გადაიწევა ფარდები და სამზარეულოში ცხელი ყავა დაგხვდებათ

70 პროდუქტი

პროდუქცია

ყველა

გადაწყვეტილებები

გაიგე მეტი