keyboard_arrow_down

რა უნდა გავითვალისწინოთ ჭკვიანი სისტემების შერჩევისას?!

იქიდან გამომდინარე, რომ ჭკვიანი სახლის კონცეფცია არც თუ ისე დიდი ხანია რაც დაინერგა ქართულ ბაზარზე, მომხმარებლებს ჯერ კიდევ უჭირთ მათთვის სასურველი ბრენდისა და სისტემების შერჩევა. ბლოგში ვისაუბრებთ იმ კრიტერიუმებზე, რომელიც აუცილებელია და მომავალში დაგეხმარებათ ჭკვიანი სახლის სისტემების შერჩევისას.

ხშირად გსმენიათ ალბათ არსებული კომპანიების გვერდის ავლით სისტემების შერჩევაზე და სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერაზე, თუმცა ამ დროს აუცილებელია იმ ექსპერტიზის ქონა, რომელიც უკვე დაგროვილი აქვთ ადგილობრივ კომპანიებს. 

გარდა მაღალი ხარისხის და დროში გამოცდილი ბრენდებისა, კომპანია სმარტერი თავის მომხმარებელს სთავაზობს ჭკვიანი მოწყობილობების მონტაჟსა და პროგრამულ გამართვას. ასევე გარანტიას და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას. ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს ესაჭიროებათ, როგორც გეგმიური შემოწმება, ისე პროგრამული განახლებაც. 

მოდით განვიხილოთ სისტემების მუშაობის პრინციპი და ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ ბრენდის არჩევის პროცესში. 

მაშინ როდესაც ვსაუბრობთ ჭკვიან სახლზე, ავტომატურად ვსაუბრობთ 2 სხვადასხვა პროტოკოლზე, რომელსაც ერგება მთელ მსოფლიოში მოწყობილობების მწარმოებელი ყველა ბრენდი. პროტოკოლი ეს არის მოწყობილობებს შორის სასაუბრო ენა, რომელიც არის მაქსიმალურად დაცული და მინიმალურად ენერგო მხარჯველი. მოგეხსენებათ ჭკვიანი სახლის გარკვეული მოწყობილობები მუშაობენ ელემენტებზე, შესაბამისად შეიქმნა ისეთი პროტოკოლი, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და უზრუნველყოფს მოწყობილობების ხანგრძლივ მუშაობას. 

ჭკვიანი სახლის შემთხვევაში ყველაზე გავრცელებულია ე.წ. Zig bee და Z wave პროტოკოლები. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა პროტოკოლზე მომუშავე მოწყობილობები ერთმანეთთან თავსებადი არ არის და ხშირად ნაყიდი მოწყობილობა შეიძლება გამოუსადეგარი გახდეს. 

Zig bee პროტოკოლი - ეს არის დახურული პროტოკოლი, რომელშიც სხვადასხვა ბრენდების მოწყობილობებიც შეიძლება იყოს არათავსებადი. შესაბამისად ამ პროტოკოლზე მომუშავე ბრენდები ყოველთვის ცდილობენ უზრუნველყონ ყველა სახის გადაწყვეტილება და ამით კომფორტი შეუქმნან საბოლოო მომხმარებელს. ამ მიმართულების დადებითი მხარეა, ერთ ბრენდში გაერთიანებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მოგცემთ აღჭურვოთ, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრი ჭკვიანი მოწყობილობებით. 

მრავალწლიანი მუშაობის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს სმარტერი ქართველ მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს Zig bee პროტოკოლებს შორის მსოფლიოში წამყვან ბრენდ Orvibo-ს, რომელმაც მოიპოვა გლობალური აღიარება ჭკვიანი სისტემების კუთხით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ Orvibo-ს ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია ჭკვიანი სახლის ყველა გადაწყვეტილება, შესაბამისად მომხმარებელს საშუალება ეძლება კომფორტულად და უსაფრთხოდ მართოს საკუთარი სახლი, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.  

Z wave პროტოკოლი - არის ღია პროტოკოლი, რომელზეც თავსებადობა გააჩნია სხვადასხვა 400 მდე დასახელების ბრენდს. აღნიშნული პროტოკოლის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს შეუძლია აარჩიოს სხვადასხვა ბრენდის მოწყობილობა და ისინი ერთმანეთთან თავსებადი გახადოს. Z wave-ის მიმართულებით სმარტერი წარმოგიდგენთ ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოლონურ ბრენდ Fibaro-ს, რომელიც საუკეთესო გადაწყვეტილებად ითვლება, როგორც ხარისხით ისე ფუნქციონალური მრავალფეროვნებით.  

 რატომ არის თავსებადობა ასეთი მნიშვნელოვანი ჭკვიანი სახლის დროს და რატომ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ ნახსენები ყველა კომპონენტი?! 

ერთი აპლიკაციიდან მართვა - მოგეხსენებათ ჭკვიანი სახლის ერთ-ერთ უპირატესობად ითვლება კომფორტი, შესაბამისად აუცილებელია ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ვმართოთ ერთი ფანჯრის პრინციპით. ხშირად როდესაც მოწყობილობებს მოხმარებლები თვითნებურად ამონტაჟებენ, აღმოჩნდება, რომ ისინი ყველა ერთმანეთთან თავსებადი არ არის, ამიტომ სახლის მართვა უწევთ რამოდენიმე სხვადასხვა აპლიკაციიდან. ეს ყველაფერი კი კომფორტის ნაცვლად დისკომფორტია. წარმოიდგინეთ, როდესაც განათებას აკონტროლებთ ერთი აპლიკაციით, კარის საკეტს მეორეთი, ხოლო საყოფაცხოვრებო ტექნიკას სხვა დამოუკიდებელი აპლიკაციით.

სცენარული გადაწყვეტილებები - ჭკვიანი სახლის ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად ფუნქციად ითვლება სცენარი. ანუ მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი მოქმედება ჩვენგან დამოუკიდებლად. მაგალითად თუ გაზმა გაჟონა, მაშინ აუცლებელია ავტომატურად მოხდეს გაზის მილის გადაკეტვა და სახლში შუქების გათიშვა უსაფრთხოების მიზნით. თუ მოწყობილობები ერთმანეთთან თავსებადი არ არის, ეს ყველაფერი შეუძლებელი გახდება. 

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კარგად დავფიქრდეთ სანამ კონკრეტულ მოწყობილობას შევიძენთ და მას ჩვენ ბინაში განვათავსებთ. 

იქამდე კი შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს გამოცდილ ინჟინრებთან, რომლებიც მუდამ მზად არიან დაგეხმარონ და მოგაწოდონ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 

📞 032 2 44 22 33

ჭკვიანი ოფისი
ჭკვიანი სახლი