keyboard_arrow_down

7 მითი ჭკვიანი სახლის შესახებ

გადავწყვიტეთ, დღეს გესაუბროთ ჭკვიან სახლთან დაკავშირებულ მითებზე, რომელიც ხშირად არის განხილვის საკითხი. ჩვენ ვეცდებით ჩვენი ცოდნის და გამოცდილების დახმარებით რამდენიმე მათგანი შეძლებისდაგვარად დავამსხვრიოთ.
 
✔ მაშ ასე, მითი #1:
 
სახლის გაჭკვიანება ძააალიან ძვირია
 
ხუმრობით ხშირად გვეკითხებიან დასჭირდებათ თუ არა თირკმლის გაყიდვა ჭკვიანი მოწყობილობის შესაძენად, ამიტომ აქ ვეცდებით აგიხსნათ, რომ ეს ასე არ არის.
რა თქმა უნდა, სახლის ავტომატიზაცია გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა თუ ამ პროცესს კარგად დაგეგმავთ და ეტაპობრივად შეასრულებთ, სულაც არ გამოდის ძვირი.
ამ ყველაფერთან გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც ჭკვიანი ნათურა გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენი ნამდვილი მეგობარი ხდება და ელ. ენერგიის მნიშვნელოვან დანაზოგსაც გაგაკეთებინებთ.
შეგიძლიათ თავდაპირველად სახლის გაჭკვიანება ერთი ნივთით, სახლის ჭკვიანი საკეტით, ან თუნდაც ჭკვიანი როზეტით დაიწყოთ.
 
✔ მითი #2:
თქვენ უნდა იყოთ ზე-ტექნიკური ცოდნით და უნარებით აღჭურვილი, რათა იქონიოთ ჭკვიანი სახლი
 
რეალობა კი ისაა, რომ პირიქით, ძალიან იმარტივებთ ყოველდღიურ საფიქრალს თუ პრობლემას. ერთი აპლიკაციით მართავთ ყველა იმ პროცესს, რომელიც თქვენს სახლში ხდება.
თუ ჭკვიანი საკეტი გაქვთ, აღარ ფიქრობთ ჩაკეტეთ თუ არა კარები, აღარ ეძებთ გამუდმებით გასაღებს და ა.შ
აღარ ფიქრობთ რომელიმე მოწყობილობა ხომ არ დაგრჩათ ჩართული.
ავტომატურად აკონტროლებთ სახლში ტემპერატურას, უბრალოდ ერთ ღილაკზე დაჭერით.
 
✔ მითი#3
სახლის გაჭკვიანებით თითქოს იკარგება სიმყუდროვე და კონფიდენციალურობა
 
ეს მითი იგივეა, რომ თქვენს ყველა მოწყობილობას: ტელეფონს, კომპიუტერს, ტელევიზორსა თუ სხვა ტექნიკაზე თქვათ უარი. პირიქით სახლის გაჭვიანებით ბევრად მეტ კომფორტს შეიგრძნობთ, თან ძალიან მაელე.
პირველ რიგში კი უსაფრთხოებასა და დაცულობას.
 
✔ მითი#4
ჭკვიან სახლში ინვესტირება ფულის ფუჭი ყრაა
 
არა, არა და არა, მეტიც პირიქით, ეს ძალიან დროული და ჭკვიანური ინვესტიციაა. როგორც ადრე ინტერნეტი მხოლოდ რჩეულების ხვედრი იყო, დღეს კი მასზე წვდომა 4.57 მილიარდ ადამიანს აქვს, დაახლოებით ასე იქნება მალე ჭკვიანი სახლის განვითარებაც. ასე რომ, რაც მალე ჩაებმევით ამ ფერხულში და გაერკვევით ჭკვიან მოწყობილობებში, უფრო სწორად შეძლებთ არჩევანის გაკეთებას, როცა ამის დრო მოვა :)
 
✔ მითი #5
ჭკვიანი მოწყობილობები ფუფუნების საგანია
 
ამაშიც ვერ დაგეთანხმებით, დიახ, არსებობს სხვადასხვა მოწყობილობა, რომლის ფასი საკმაოდ მაღალია და მის გარეშეც შეძლებთ ცხოვრებას, მაგრამ თუნდაც კარბონმონოქსიდის ან ბუნებრივი აირის დეტექტორმა შეიძლება ძალიან დიდი უსიამოვნება აგარიდოთ თავიდან
 
✔ მითი #6
თქვენ უბრალოდ ყიდულობთ ჭკვიან პროდუქტებს, ისინი კი იწყებენ ერთობლივ მუშაობას
 
ხშირად ასე ჰგონიათ, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ესე. არსებობს სხვადასხვა პროტოკოლები, მათ შორის Zigbee და Z-Wave, შეიძლება ასევე იყოს Bluetooth, wifi და სხვა პროტოკოლი მუშაობისთვის. 
ასეთი დეტალების ცოდნა აუცილებელია, რომ სწორად განსაზღვროთ და მაქსიმალური კმაყოფილება მიიღოთ ჭკვიანი სახლის მოწყობით. სწორედ ამაში გეხმარებათ ჩვენი ინჟინრების პროფესიონალიზმი. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რომ დღეს შეძენილი თუნდაც ერთი მოწყობილობა თავსებადი იყოს თქვენს მიერ მომავალში დამატებულ სხვა ჭკვიანი სახლის მოწყობილობასთან. ამისათვის კი წინასწარ უნდა განსაზღვროთ სისტემა და ბრენდები. 
 
✔ მითი #7
სახლის გაჭკვიანებით დრამატულად მცირდება თქვნი კომუნალური დანახარჯები
 
რა თქმა უნდა, ჭკვიანი მოწყობილობების დახმარებით თქვენ მართავთ სახლს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, სხვადასხვა სცენარებით, რომელიც თქვენთვის სასურველი და მისაღებია. დროთა განმავლობაში თქვენ ხდებით მეტად ეკომეგობრული და ენერგოეფექტური. თუმცა ის, რომ თქვენი დენის გადასახადი 40-50%-ით შემცირდება, არ იქნება სწორი. საშუალო პროცენტი, რითაც შეამცირებთ გადასახადებს 20- 30%-ია.
 
აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერ კითხვასა თუ გადაწყვეტილებათან დაკავშირებით, რომელიც ჭკვიან სახლს და მის დეტალებს ეხება, შეგიძლიათ მოგვმართოთ როგორც კონსულტაციის, ასევე პროფესიული აზრის გაზიარებისთვის. 
 
ამ ბლოგ პოსტით ვეცადეთ ღია გვესაუბრა ამ საკითხის გარშემო გავრცელებულ არამართებულ ინფორმაციაზე და მოგვეწოდებინა თქვენთვის მათი კორექტული ვერსიები.
 
გაგვიზიარეთ თქვენ რა მითი გაგიგიათ, ან აქედან რომელს გამოყოფდით?
 

ჭკვიანი ოფისი
ჭკვიანი სახლი