keyboard_arrow_down

Covid-19-ს პანდემიით გამოწვეული შედეგები, რომელიც 30% მდე გაზრდის მოთხოვნას ჭკვიანი სახლის ხმოვან ბრძანებებზე

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, რამაც ხელი შეუწყო ჭკვიანი სახლის მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდას. 

ალბათ ლოგიკურად გაგიჩნდებათ შეკითხვა თუ რა კავშირი აქვს ჭკვიან სახლს პანდემიასთან ბრძოლაში და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მაშინ, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით დიდ დროს ვატარებთ სახლში. 

Covid-19-ს პანდემიის გავრცელების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს დაბინძურებული ზედაპირები და მასზე შეხების საფრთხე. სწორედ ამის გამო სახლში განსაკუთრებულად სახიფათო გახდა ის ადგილები სადაც ხშირად გვიწევს ჩვენ და ჩვენ ოჯახის წევრებს ხელით შეხება. ასეთი ადგილებია: შუქის ჩამრთველები, კარის გასაღები და სახელურები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მათი სამართავი პულტები, ფარდები და ა.შ.

ჭკვიანი სახლის კონცეფცია გვთავაზობს ჩვენი სახლის სრულ ავტომატიზირებას და მის დისტანციურ მართვას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ხმოვანი ბრძანებებით, ისე რომ არ მოგვიწიოს ხელით შეხევა სხვადასხვა მოწყობილობებთან. ერთის მხრივ ეს არის ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტი, ხოლო მეორეს მხრივ კომფორტი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება სახლში ყოფნის დროს

ჭკვიანი სახლის დახმარებით ჩვენ საშუალება გვაქ:

კარის ავტომატიზირების  - რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აღარ გვჭირდება გასაღები, რომელიც ხშირად ინფექციის მატარებელი შეიძლება იყოს. კარის გაღებას შევძლებთ თითის ანაბეჭდით ან კოდის მეშვეობით. 

განათებისა და როზეტების ავტომატიზირების - ჩვენ აღარ მოგვიწევს ჩამრთველებსა და როზეტებზე ხელით შეხება. ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენი სმარტფონის ან ხმოვანი ბრძანების მეშვეობით, ნებისმიერი დისტანციიდან.

პულტების ავტომატიზირების - ამ მოწყობილობის დახმარებით შევძლებთ დისტანციურად, სმარტფონის ან ხმოვანი ბრძანების მეშვეობით ვმართოთ ჩვენს სახლში არსებული ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაგალითად კონდიციონერის ჩართვა ან ტელევიზორის გადართვა, ამ ყველაფრისთვის ჩვენ მხოლოდ სიტყვიერი ბრძანებაც გვეყოფა. 


გარდა ერთჯერადი ბრძანებებისა, ჭკვიანი სახლის ერთ-ერთ უპირატესობად ითვლება ე.წ. სცენარები. სცენარი ნიშნავს წინასწარ შესწავლილ ჩვენ ქცევას და მათ დაპროგრამებას სხვადასხვა ღილაკებზე ან ხმოვან ბრძანებაზე. სცენარის დახმარებით, ერთი ბრძანებით შესაძლებელია რამოდენიმე მოქმედების პარალელურ რეჟიმში ამოქმედება. მაგალითად კინოთეატრის სცენარის ამოქმედების შემთხვევაში, სახლში შეიცვლება რამოდენიმე განათება, გადაიწევა ფარდები, ჩაირთვება ტელევიზორი და ა.შ.

სცენარები კარგად გამოიყენება მაშინ, როდესაც გვსურს ჩავანაცვლოთ ყოველდღიური რუტინული ქმედებები და ისინი ავტომატიზირებული გავხადოთ. მაგალითად ჩვენ თუ ყოველდღე 19:00 ვხურავთ ფარდებს, ეს შეიძლება ყოველდღე მოხდეს ავტომატურად და აღარ მოგვიწიოს არც ამაზე ფიქრი და არც შეხება. 

სწორედ ამ ყველაფრის გამო მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭკვიან სახლს შეუძლია თქვენი სახლში ყოფნა გახადოს ბევრად უფრო უსაფრთხო და კომფორტული.

წყარო
ჭკვიანი ოფისი
ჭკვიანი სახლი