ავტომატიზაცია

ავტომატიზაცია

სმარტერში შესაძლებელია ნებისმიერი შენობა-ნაგებობის სრული ავტომატიზაცია

წარმოიდგინე, შედიხარ სახლში და სინათლის ასანთებად ჩამრთველზე ხელის დაჭერა არ გიწევს, ქარხანაში 30 თანამშრომლის ნაცვლად, დავალებებს კონტროლერები ინაწილებენ, ან სასტუმროს 27-ე სართულზე ტემპერატურის მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს შენობების ავტომატიზაცია. სწორედ ავტომატიზაცია იყო ჩვენი კომპანიის პირველი სტრატეგიული მიმართულება. ჩვენ პარტნიორობა დავიწყეთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც არის: JOHNSON CONTROLS, ABB, EKINEX, HDL.

ყველა შენობა შედგება ელექტრო და მექანიკური ნაწილისგან, რომლებსაც ადამიანები რუტინულად მართავენ, დღეს კი შესაძლებელია რომ ეს ყველაფერი გახდეს ავტომატიზებული. ამ სისტემის საშუალებით, ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დასული ამიტომ, შეცდომის დაშვების ალბათობა თითქმის ნულია.

ნებისმიერი პროცესი 24 საათი განმავლობაში ავტონომიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბიზნესის მფლობელებისთვის ავტომატიზაცია მაქსიმალურად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, რაც ნიშნავს მაღალ პროდუქტიულობას, მაღალ ხარისხს და მოსახერხებელ სამუშაო პროცესს. ამ დროს არ ხარ დამოკიდებული ადამიანის ქმედებაზე, ტექნოლოგიები კი უშეცდომოდ გემსახურებიან.


გარდა ამისა, ნებისმიერი ინფორმაცია კომპიუტერში ავტომატურად აისახება, რაც გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ სტატისტიკას და საჭიროებისამებრ მოვახდინოთ ოპტიმიზაცია. ეს სისტემა გვეხმარება ენერგოეფექტურობის მიღწევაში. მაგალითად, სასტუმროს ოთახიდან სტუმრის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაითიშება გათბობა, სინათლე, რაც ელექტროენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური შენობა-ნაგებობების მართვის დროს.