keyboard_arrow_down

სახლის ჭკვიანი გადაწყვეტილება

თანამედროვე, უსაფრთხო და ენერგოეფექტური საცხოვრებელი გარემო.

ჭკვიანი სახლი, ეს არის სრულად ავტომატიზირებული საცხოვრებელი სივრცე, რომლის დისტანციური მართვაც შეგიძლიათ ნებისმიერი დისტანციიდან, ინტერნეტში დაკავშირებული ნებისმიერი მოწყობილობით!

რატომ გახდა ჭკვიანი სახლი ასე ტრენდული და რა უპირატესობები გააჩნია ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მოგეხსენებათ 21 საუკუნის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დროის სიმცირე და უსაფრთხოება. შესაბამისად ძალიან გართულდა ფიქრი და ზრუნვა ყოველდღიურ რუტინულ ქმედებებზე, რომლებსაც მიაქვს უამრავი დრო და მოითხოვს ჩვენ გონებრივ ჩართულობას.

ჭკვიანი სახლის უპირველესი მიზანია: გაგიმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება, დაგიზოგოთ დრო, შემოგთავაზოთ უსაფრთხოების უმაღლესი და თანამედროვე სტანდარტები, დაგიზოგოთ ენერო რესურსები და თავი გაგრძნობინოთ თქვენთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში.

Scroll Down გაიგე მეტი
Product Image
დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით, რომელიც ერთდოულად კომფორტის და უსაფრთხოების ნაწილია. ეს არის სახლის შესასვლელი კარი საიდანაც ჩვეულებრივ იწყება ხოლმე სახლის ე.წ. „გასმარტება“ ანუ გაჭკვიანება.

სმარტერი წარმოგიდგენთ კარის ჭკვიან საკეტს, რომელიც თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. წარმოიდგინეთ ცხოვრება გასაღების გარეშე, როცა აღარასდროს გეფიქრებათ ჩაკეტეთ თუ არა კარი გამოსვლისას, რადგან ის ღია არასოდეს რჩება.

სახლზე და ბინაზე გათვლილ საკეტებს ძირითადად გააჩნიათ გაღების 2 სხვადასხვა მეთოდი.

  • თითის ანაბეჭდით გაღება - ეს გაღების ხერხი საშუალებას მოგცემთ შეიტყოთ თუ რომელი ოჯახის წევრი რა მომენტში სტუმრობდა ბინას. მეორეს მხრივ კი თითის ანაბეჭდით თქვენი ჭკვიანი სახლიც ხვდება თუ რომელი ოჯახის წევრი ეწვია მას და სთვაზობს იმ შიდა სცენარს, რომელიც აღნიშნული წევრისთვის არის ყველაზე კომფორტული.
  • კოდით გაღება - ეს გაღების საშუალება განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის ვინც ხშირად აქირავებს ბინას, ან იღებს სტუმრებს მის არყოფნის პერიოდში. რატომ? თქვენ შეგიძლიათ დისტანციურად შექმნათ ერთჯერადი კოდი თქვენი სტუმრისთვის, რომელიც მოქმედი იქნება დროის გარკვეული პერიოდი, მაგალითად: 2 დღე ან 1 კვირა. ვადის გასვლის შემდეგ კოდი ავტომატურად უქმდება და ის გამოუსადეგარი ხდება.
    წარმოიდგინეთ, როდესაც სახლის დამლაგებელს აღარ უნდა შეხვდეთ იმისთვის რომ გადასცეთ ან გამოართვათ გასაღები.
    წარმოიდგინეთ რომ ბინის გაქირავებისას ყოველ ჯერზე არ გიწევთ სტუმართან შეხვედრა გასაღების გადასაცემად ან გამოსართმევად.
გადავინაცვლოთ სახლის შიგნით და ვისაუბროთ ჭკვიან დეტექტორებზე, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მთავარი გარანტორია.

  • მოძრაობის დეტექტორი
  • გაღება-დაკეტვის სენსორი
  • გაზის დეტექტორი
  • ტემპერატურა-ტენიანობის სენსორი
  • კვამლის დეტექტორი
  • კარბონ-მონოქსიდის დეტექტორი
  • წყლის გაჟონვის დეტექტორი


აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ განგაშის სიგნალს დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.

მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ განგაშის სიგნალის მიღება ვერ გადაჭრის პრობლემას, თუ ბინაში წყალმა ან გაზმა გაჟონა. სწორედ ამიტომ სმარტერი გთვაზობთ სრულიად ინოვაციურ პროდუქტს, მილის ჭკვიან გადამკეტს, რომელიც სენსორის ამოქმედებისთანავე მოახდენს მილების გადაკეტვას და დაგიცავთ დატბორვისაგან ან გაზის დაგუბებისგან.
Product Image
Product Image
იმ შემთხვევაში თუ მოინდომებთ სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მართვას, მაშინ სმარტერი მოახდენს თქვენ სახლში არსებული როზეტების ავტომატიზირებას და დაგიმონტაჟებთ პულტების ჭკვიან სამართავ მოწყობილობას.

აღნიშნული მოწყობილობებით შეძლებთ ნებისმიერი მანძილიდან აკონტროლოთ სახლში არსებული ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. იქნება ეს დისტანციურად ყავის დასხმა, თუ სამსახურიდან გამოსლისას სახლში კონდიციონერის მოქმედებაში მოყვანა.
განათების ავტომატიზირება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს ჭკვიანი სახლის სისტემებს შორის.
განათების ავტომატიზირება გულისხმობს განათების მართვას, როგორც არსებული ტრადიციული მეთოდით, ისე დისტანციურად, მანძილის შეუზღუდავად.
გაითვალისწინეთ, რომ განათების ავტომატიზირებას აქვს სხვადასხვა პრაქტიკული გამოყენება. მაგალითდ:

  • სხვადასხვა ადგილიდან სახლში განათების ჩართვა, გამორთვა და ტაიმერზე დაყენება.
  • ნებისმიერ სხვა მოქმედებაზე განათების ანთება ან ჩაქრობა. მაგალითად გაზის გაჟონვის შემთხვევაში სახლში შუქების ავტომატური გათიშვა.
  • სახლის კარების გაღებისას, შემოსასვლელში შუქის ანთება, რომელსაც რუტინულად ყოველდღიურად ვაკეთებთ.
  • უსაფრთხოების კუთხით, სახლში არასასურველი სტუმრის გამოჩენის შემთხვევაში შუქების ანთება და ა.შ.


სმარტ სახლის ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა დიზაინის ჭკვიანი ჩამრთველები, როგორც სენსორული ისე ღილაკიანი.

გამომდინარე იქიდან, რომ სმარტერი ცდილობს მოერგოს ყველა მოთხოვნის მქონე მომხმარებელს, ჩვენ წარვადგინეთ სპეციალური პროდუქტი „შუქის გამაჭკვიანებელი“, რომელიც გულისხმობს შემდეგს: თუ არ გსურთ შუქის ჩამრთველის დიზაინის შეცვლა, მაშინ ჩვენი გუნდი მოახდენს არსებული გამაჭკვიანებლის მონტაჟს ჩამრთველის ბუდეში, რაც უზრუნ თქვენი სტანდარტული შუქის ჩამრთველის ე.წ. „გასმარტებას“. შესაბამისად საშუალება მოგეცემათ მართოთ განათება, როგორ ადგილობრივად ისე დისტანციურად, ნებისმიერი მანძილიდან.
Product Image
Product Image
ჭკვიანი სახლის ძალიან პრაქტიკულ ნაწილს წარმოადგენს გათბობა-გაგრილების ავტომატიზირება. ხშირად მოგვმართავენ მოთხოვნით, რომ აგარაკზე ან სახლში მისვლამდე სურს გათბობის ჩართვა ან დისტანციურად ტემპერატურის კონტროლი.

სმარტერი ამ კუთხითაც ინოვაციურ გზას გთვაზობთ და წარმოგიდგენთ ჭკვიან ტერმოსტატს, რომელიც შეგიძლიათ მართოთ თქვენი სმარტფონით დისტანციურად. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რა ტემპერატურასაც მიუთითებთ სმარტფონით აპლიკაციაში, ის ტემპერატურა მიეთითება თერმოსტატზე თქვენ ბინაში.
ჭკვიანი სახლის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილია ჭკვიანი დომოფონი, რომელიც სტუმრის მიღებას უფრო სასიამოვნოს და ნაკლებად შემაწუხებელს ხდის.

სტუმრის მიერ გარე ღილაკზე თითის დაჭერისას, თქვენ შემოგივათ ვიდეო ზარი, როგორც სახლის შიდა ეკრანზე, ისე საკუთარ სმარტფონზე.

სტუმართან გასაუბრებისთვისა და კარის გაღებისთვის აუცილებელი არაა სახლში იმყოფებოდეთ. უფრო მეტიც. მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ წერტილში იმფოფებით, რადგან ნებისმიერი მანძლიდან შეძლებთ აწარმოოთ ორმხრივი აუდიო-ვიდეო კომუნიკაცია და მოახდინოთ კარის გაღება.
Product Image

უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი

წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასულს მთელი დღე ჩართულ უთოზე არ გეფიქრებათ, საძინებელში მყოფი არც იმაზე დარდობთ ვინ გამორთავს ტელევიზორს მისაღებ ოთახში...
წარმოიდგინეთ, რომ ზამთრის უქმეებზე ქალაქგარეთ ცივ სახლში მისვლა არ გიწევთ და არც ავტოფარეხის გასაღებად გჭირდებათ მანქანიდან გადმოსვლა, რადგან უთო, შუქი, სახლის გათბობა და ავტოფარეხის კარი შეგიძლიათ ერთი აპლიკაციით, დისტანციურად, აკონტროლოთ.

  • 2013
  • 2014
  • 2015
  • 2016
  • 2017
  • 2018
  • 2019

4500

აპარტამენტი

350+

ვილა

30

სასტუმრო

400+

ოფისი

კომფორტი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

წარმოიდგინეთ, რომ წინასწარ შექმნილი ალგორითმის მიხედვით, დილით, ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩაირთვება აუდიო სისტემა და დარეკავს მაღვიძარა, გადაიწევა ფარდები და სამზარეულოში ცხელი ყავა დაგხვდებათ

60 პროდუქტი

პროდუქცია

ყველა

გადაწყვეტილებები

გაიგე მეტი