keyboard_arrow_down

ოფისის ჭკვიანი გადაწყვეტილება

ინოვაციური და ენერგოეფექტური სამუშაო სივრცე თქვენი თანამშრომლებისთვის.

ჭკვიანი ოფისი ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ტიპის, სრულად ავტომატიზირებული სამუშო სივრცე. ჭკვიანი ოფისი წარმოადგენს 21-ე საუკუნის ტრენდს, რომლის ძირითადი უპირატესობებია:

- ენერგო ეფექტურობა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ენერგო რესურსების დაზოგვასა და ოპტიმიზაციას.
- თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდა, გამომდინარე მათთვის შექმნილი კომფორტული გარემოდან.
- თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდა, რომელიც კვლევების თანახმად 1% დან 5% მდე ლავირებს.

ალბათ გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა თუ რას ნიშნავს სრულად ავტომატიზირებული ოფისი და კონკრეტულად რა გადაწყვეტილებებს მოიაზრებს ჭკვიანი ოფისი.

Scroll Down გაიგე მეტი
Product Image
მოდით დავიწყოთ ოფისში შესასვლელი კარით, რომლის ავტომატიზირებამაც შეიძლება მოგვიტანოს უამრავი სარგებელი ჩვენ, როგორც მენეჯმენტის გუნდს.
კარის ჭკვიანი საკეტით ერთდროულად შეგვიძლია გავამარტივოთ და მოსახერხებელი გავხადოთ ოფისში წვდომა, ხოლო მეორეს მხრივ მოვახდინოთ უზუსტესი აღრიცხვა თანამშრომლების სამუშო დროის.
ოფისის კარზე გათვლილ დაშვები სისტემებსა და ჭკვიან საკეტებს გააჩნიათ გაღების სხვადასხვა მეთოდები, როგორებიცაა:
  • თითის ანაბეჭდით გაღება - თანამშრომლებს აღარ მოუწევთ ბარათების ტარება. ისინი კარის გაღებას მოახდენენ თითის ანაბეჭდით, რაც ავტომატურად დაფიქსირდება ბაზაში
  • ბარათით გაღება - პარალელურად თითის ანაბეჭდისა შესაძლებლობა გექნებათ კარის გაღება ბარათის საშუალებით.
  • კოდით გაღება - ასევე შესაძლებელია ოფისის კარის გაღება კოდის საშუალებით, რომელიც განკუთვნილი იქნება სპეციალურად თანამშრომლებისთვის.
  • სახის ამომცნობით გაღება - ყველაზე თანამედროვე და მარტივ გზას დაშვების სისტემების კუთხით წარმოადგენს სახის ამომცნობით კარების გაღება. სმარტერის მიერ დამონტაჟებული კამერა მოახდენს კარის გაღებას იმ შემთხვევაში თუ ამოიცნობს იმ სახეს, რომელიც წინასწარ იქნება მის ბაზაში დაფიქსირებული.

საოფისე პირობებში ყველაზე პრაქტიკულ გამოყენებად რჩება სცენარული გადაწყვეტილებები. რა არის სცენარი და როგორ შეგვიძლია მისი პრაქტიკული გამოყენება?
სცენარი წარმოადგენს ერთგვარ ალგორითმს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მოქმედებების ერთდოულად ან თანმიმდევრულად განხორციელებას.
ჭკვიანი ოფისის პირობებში ხდება რამოდენიმე სცენარის შემუშავება, რომელიც შეიძლება გამოყენებადი იყოს სამუშო პერიოდში. ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა დანიშნულების და გამოყენების მოქმედებები. ოფისის ავტომატიზირების შემდგომ შესაძლებელია კედელში ჩაშენდეს მიქსპადი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ მართვის პანელს. მიქსპადს, გარდა სენსორული ეკრანისა გააჩნია 6 ღილაკი, რომელზეც ჩვენი სურვილისამებრ შეგვიძლია გავწეროთ სხვადასხვა სცენარები.
სამუშაო რეჟიმი - 6 ღილაკიდან ერთ-ერთს შეგვიძლია დავარქვათ „სამუშაო რეჟიმი“ რაც გულისხმობს შემდეგს: ოფისში მისვლისთანავე აღნიშნულ ღილაკზე თითის დაჭერით მთლიანი ოფისი გადაიქცევა სამუშაო რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას, რომ:
  • აინთება განათება ყველა საჭირო ადგილას
  • გათბობა გაგრილების რეჟიმი გადავა აქტიურ სამუშაო რეჟიმში
  • ფარდები ან ჟალუზები ავტომატურად გაიღება
  • ჩაირთვება შიდა ეკრანები და სხვადასხვა საოფისე ტექნიკა

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ გააქტიურდება ყველა ის მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ოფისში კომფორტულად მუშაობისთვის.
არასამუშაო რეჟიმი - ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სხვა ღილაკზე დაპროგრამდეს „არასამუშაო რეჟიმის“ სცენარი. შესაბამისად ოფისში სამუშაოს დასრულების შემდეგ, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ყველა მოწყობილობა ავტომატურად გადავა არასამუშო რეჟიმში. აღნიშნული ქცევა გამორიცხავს რაიმე მოწყობილობის ჩართულ რეჟიმში დატოვებას და მოახდენს ენერგო რესურსების დაზოგვას.
შეხვედრების რეჟიმი - აღნიშნულ ღილაკს გავააქტიურებთ მაშინ, როდესაც იწყება შეხვედრა. ამ სცენარის გააქტიურების შემდეგ მოხდება შემდეგი მოქმედებები:
  • ავტომატურად ჩაირთვება პროექტორი
  • ავტომატურად დაეშვება პროექტორი ეკრანი
  • შეხვედრების ოთახის გამჭირვალე შუქები ავტომატურად გაიბლარება
  • განათება შეიცვლება და გადავა შეხვედრების ჩატარების რეჟიმში

ანალოგიური სცენარი შეგვიძლია ავაწყოთ უსასრულოდ, გამომდინარე იქიდან თუ რამდენნაირი გარემოს შექმნა გვაინტერესებს და კონკრეტულად რა ინდივიდუალური მოთხოვნები გაგვაჩნია.
ჭკვიანი ოფისი უზრუნველყოფს უმაღლესი დონის უსაფრთხოებას, რაც 100% ით გამორიცხავს გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. ჭკვიანი ოფისის კონცეფცია ოპტიმიზაციას უკეთებს ენერგო რესურსებს და უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშო გარემოს.
Product Image

უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი

წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასულს მთელი დღე ჩართულ უთოზე არ გეფიქრებათ, საძინებელში მყოფი არც იმაზე დარდობთ ვინ გამორთავს ტელევიზორს მისაღებ ოთახში...
წარმოიდგინეთ, რომ ზამთრის უქმეებზე ქალაქგარეთ ცივ სახლში მისვლა არ გიწევთ და არც ავტოფარეხის გასაღებად გჭირდებათ მანქანიდან გადმოსვლა, რადგან უთო, შუქი, სახლის გათბობა და ავტოფარეხის კარი შეგიძლიათ ერთი აპლიკაციით, დისტანციურად, აკონტროლოთ.

  • 2013
  • 2014
  • 2015
  • 2016
  • 2017
  • 2018
  • 2019

4500

აპარტამენტი

350+

ვილა

30

სასტუმრო

400+

ოფისი

კომფორტი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში

წარმოიდგინეთ, რომ წინასწარ შექმნილი ალგორითმის მიხედვით, დილით, ერთმანეთის თანმიმდევრობით ჩაირთვება აუდიო სისტემა და დარეკავს მაღვიძარა, გადაიწევა ფარდები და სამზარეულოში ცხელი ყავა დაგხვდებათ

67 პროდუქტი

პროდუქცია

ყველა

გადაწყვეტილებები

გაიგე მეტი