კარბონ მონოქსიდის სენსორი

209 GEL
გაყიდვაშია
+

დაიცავით თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა ჭკვიანი ტექნოლოგიების მეშვეობით!

ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მოწამვლა ნაწვავი აირების ჩასუნთქვის შედეგია. როცა ნახშირბადის მონოქსიდის კონცენტრაცია ჰაერში მაღალია, იგი ჩაანაცვლებს ჟანგბადს სისხლის წითელ უჯრედებზე. ამის გამო, ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება ორგანოებსა და ქსოვილებს. ნახშირბადის მონოქსიდი სახლში შეიძლება დაგროვდეს გაზქურის, გამათბობელის, გაზის წყლის გამათბობელის და სხვ. მუშაობის შედეგად. მისი ჭარბი კონცენტრაციის დადგენა შეუიარაღებელი ადამიანისთვის რთულია, რადგან, მას არ ახასიათებს ხილვადობა ან სპეციფიური სუნი. სამწუხაროდ, ხშირად CO-ს სიჭარბის აღმოჩენა ხდება მხოლოდ მოწამვლის სიმპტომებით. არადა, მძიმე შედეგების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა უბრალოდ სახლის განიავება.

ეს ხელსაწყო ზომავს სახლში ნახშირბადის მონოქსიდის(CO) კონცენტრაციის დონეს და მოჭარბების შემთხვევაში, ააქტიურებს განგაშის ხმოვან და მანათობელ სიგნალს. განგაშის სიგნალი ასევე მისდის მფლობელს ტელეფონზე, სადაც, მას შეუძლია თვალი ადევნოს CO-ს დონის ცვლილებას სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. განგაშის გააქტიურების შემთხვევაში, თქვენ ადვილად შეძლებთ აარიდოთ თავი აირით მოწამვლას, მისი კერის გამორთვით და ოთახის განიავებით.