კარების ჭკვიანი საკეტი

2390 GEL
გაყიდვაშია
+

კარების ჭკვიანი საკეტის მეშვეობით თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ გასაღების არსებობას. თქვენი კარები ამიერიდან ავტომატურად ჩაიკეტება, ხოლო გაღებას შეძლებთ შემდეგი მეთოდებით: თითის ანაბეჭდით ან თქვენს მიერ დაგენერირებული კოდით. ოჯახის თითოეულ წევს შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი კოდი და შესაბამისად თითის ანაბეჭდი. შესაბამისად აპლიკაციის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში გეცოდინებათ, რომელი ოჯახის წევრი კონკრეტულად რა დროს სტუმრობდა ბინას.

ასევე შეგიძლიათ ავტომატურ რეჟიმში დააყენოთ ბრძანებები. მაგალითად თუ ბავშვი არ მოვიდა სახლში კონკრეტულ დრომდე, აპლიკაციას შეუძლია ეს ინფორმაცია გაცნობოთ დისტანციურ რეჟიმში.

კარების ჭკვიანი საკეტი იდეალურია ასევე ბინის გაქირავებისას, რადგან თქვენ არ მოგიწევთ გასაღების ფიზიკურად გადაცემა. მისი მეშვეობით თქვენ გაუგზავნით კოდს და სტუმარი კოდის მეშვეობით შეძლებს კარების გაღებას.