წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

Smarter.ge- ონლაინ მაღაზიაში განხორციელებული ყველა შეკვეთა რეგულირდება დებულებებში მოცემული წესებისა და საბანკო პირობების მიხედვით.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ განსაზღვრული წესები და პირობები. ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ ყველა წესსა და პირობას.

წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ ჩვენ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ ნებისმიერ დროს მოგვაწოდოთ ჩვენი შეხედულებისამებრ საჭირო დამატებითი ინფორმაცია.



პროდუქტისა და სერვისის აღწერები


ჩვენ ვცდილობთ, რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისის ზუსტი აღწერილობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ აღწერილობები, ფერები, ზომები, დეტალები და სხვა დეტალები დაზღვეულია შეცდომებისგან. თუ თქვენს მიერ მირებული პროდუქტი არ ემთხვევა აღწერილ პროდუქტს, თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ის მხოლოდ გამოუყენებელ მდგომარეობაში.

გარდა ამისა, ფერები და სხვა დეტალები რომლებსაც თქვენ ხედავთ თქვენს კომპიუტერში შეიძლება განსხვავდებოდეს ფაქტობრივი პროდუქტისგან. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი კომპიუტერი ზუსტად აჩვენებს ჩვენი პროდუქტის დეტალებს.


შეკვეთის დადასტურება


შესყიდვის პროცესის დასასრულს თქვენ ეთანხმებით, რომ გადაიხადოთ შეკვეთილი პროდუქტის ღირებულება.

თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. არაზუსტი ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება გახდეს შეკვეთის გაუქმების მიზეზი. ჩვენი მხრიდან თქვენი შეკვეთის დადასტურებამდე ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება.


პროდუქტის დაბრუნება და გარანტიები


გთხოვთ, მიღებული პროდუქტი შეამოწმოთ კურიერის თანდასწრებით. ქარხნული წუნის ან დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ უარი განაცხადოთ პროდუქტის მიღებაზე. თუ პროდუქტის ქარხნული წუნი აღმოჩენილი იქნება პროდუქტის ჩაბარების შემდეგ, მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას პროდუქტის ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

პროდუქტი დაბრუნების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს კარგ მდგომარეობაში, ყველა ნაწილით და დეტალით, აქსესუარებით და თავისივე შეფუთვით. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას დაბრუნებულ პროდუქტზე იმ მომენტამდე, სანამ არ მივიღებთ მას.

გთხოვთ რეგურალურად გაეცანით საიტზე მოცემულ ინფორმაციას პროდუქტის დაბრუნებისა და გარანტიების თაობაზე.


დამატებითი პირობები


შეკვეთის განსახორცილებელად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე www.smarter.ge. აუცილებელია, ყველა სავალდებულო ინფორმაციის სწორად დარეგისტრირება. წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

პროდუქტის შესაძენად თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ის გადახდის მეთოდი გამოიყენოთ, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე.

საიტის გამოყენების წესებსა და პირობებში დროდადრო შეიძლება შევიდეს ცვლილებები. ამიტომ გთხოვთ, რეგულარულად გაეცნოთ მათ.