საავადმყოფოს საერთო სივრცეების, საოპერაციო ოთახების და პალატების ავტომატიზაციის დროს ყველა ზონის დისტანციურად მართვაა შესაძლებელი.
პაციენტს პალატაში საწოლიდან წამოდგომის გარეშე შეუძლია ერთი პანელიდან გადაწიოს ფარდები, ჩართოს ტელევიზორი, განათება, გამოიძახოს ექიმი, დაუწიოს გათბობას და სხვა.
საავადმყოფოს და კლინიკის ავტომატიზაციის შემთხვევაში, ყველა მოწყობილობა იზრუნებს უსაფრთხოებაზე, ენერგოეფექტურობასა და კომფორტზე. მაგალითად, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემა ოპერაციის დროს გადაირთვება საოპერაციო რეჟიმში და შექმნის შესაბამის ტემპერატურას, ხოლო პალატაში დაარეგულირებს პაციენტისთვის იდეალურ სითბოს ან სიგრილეს. გათბობა-გაგრილების მუშაობის სიმძლავრე მოერგება შენობაში ადამიანების რაოდენობას. თუ შენობაში ცოტა ადამიანია სისტემა ეკონომ რეჟიმზე გადაირთვება.
ენერგოეფექტურობის კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს განათება. საავადმყოფო ეს არის ადგილი, სადაც ყველა სართულზე განათება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რაც მოითხოვს დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარებას.
ჩვენი სისტემის გამოყენებით, როდესაც საავადმყოფოს რომელიმე ზონაში არ ხდება მოძრაობა, განათების სიმკვეთრე ავტომატურ რეჟიმში იკლებს და სისტემა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რაც ზოგავს ენერგიის მოხმარებას. საავადმყოფოს თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმში შეუძლიათ დაარეგულირონ პალატებისთვის ჟანგბადის მიწოდება, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურა, განათება და სხვა.
არ უნდა გამოგვრჩეს უსაფრთხოების საკითხიც. თუ რომელიმე სართულზე დაფიქსირდა განგაში, მთელი შენობა გადადის სპეციალურ რეჟიმში, რადგან ეს სართული გახდეს პრიორიტეტული. მაგალითად, ლიფტის გამოძახების შემთხვევაში, ლიფტი მხოლოდ ამ სართულზე გადაადგილდება.
ხანძარი არის ერთ-ერთი გავრცელებული რისკი, რომლისგან თავდაცვის მექანიზმი ყველა შენობას უნდა ჰქონდეს. სმარტერი კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების, კერძოდ, ხანძრის დეტექციის და პრევენციის სისტემებს. ჩვენ ვართ Johnson Controls-ის ბრენდის, FireClass-ის პარტნიორები, რომლის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა აკმაყოფილებს N54 სტანდარტს და არის ასოცირებული ევროკავშირში.
სამისამართო გახმოვანების სისტემა არის ელექტრონული აუდიო სისტემა, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია შენობაში მყოფ ადამიანებს ერთდროულად მივაწოდოთ ინფორმაცია. მაგალითად, კრიტიკული სიტუაციების დროს, შეგვიძლია ყველას მოვუწოდოთ დატოვონ შენობა.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ სიგნალიზაციის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს შენობაში აკრძალული მოქმედების მონიტორინგს, მის აღმოჩენას და პრევენციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სისტემები თავსებადია საქართველოში ოპერირებად ყველა დაცვის კომპანიასთან. ეს კი შენობის მფლობელისთვის არის შესაძლებლობა უსაფრთხოების სამსახურს ავტომატურ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი დარღვევის შესახებ.





