სასტუმროს გადაწყვეტილებები

მოწყობილობები, რომლებიც კომფორტს ქმნის

გარდა სასტუმროს სრული ავტომატიზაციისა, სმარტერი გთავაზობთ ნომრებში ისეთი მოწყობილობების განთავსებას, როგორიც არის: საკეტები, ენერგოდამზოგველი რელეები, სეიფები, მინიბარები და ოთახის ნომრისთვის განკუთვნილი წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სასტუმროს გადაწყვეტილება კომფორტს უქმნის არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ სასტუმროს მფლობელსაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან: ORBITA, SALTO და YALE. სასტუმროს ნომრის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კარის საკეტები. სმარტერი გთავაზობთ, როგორც Offline, ისე Online კარის საკეტების. Online საკეტის დაყენების შემთხვევაში, სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი დისტანციურად, ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას: ღიაა თუ დახურულია კარი, რომელი ბარათით გაიღო ნომერი და ვინ შევიდა ოთახში, როგორია ელემენტის დონე. რეცეფციის თანამშრომელს თავად შეუძლია გააღოს ან დაკეტოს კარი ისე, რომ ნომერთან მისვლა არ დასჭირდეს. ჭკვიანი საკეტების კუთხით, ჩვენ ვპარტნიორობთ ისეთ ბრენდებთან, რომლებსაც მომხმარებელი დიდი ხანია უცხადებს ნდობას, ესენია: ASSA ABLOY, ORBITA, BONVINI, YALE. სმარტერი ასევე გთავაზობთ, როგორც ტრადიციულ ისე ჭკვიან მინიბარებს. ჭკვიანი მინიბარის შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აიღებს პროდუქტს, ეს ავტომატურ რეჟიმში აისახება სისტემაში, რაც სასტუმროს მფლობელს ინფორმირებულობის შესაძლებლობას აძლევს.

აღმოაჩინე

პროდუქტები

ჭკვიანი კონვერტორი

ჩვენ გეხმარებით გადააქციოთ თქვენი მომხმარებლები მყიდველებად კონტენტისა და ვირტუალური საქონლის შეთავაზებისა და უპრობლემო მონეტიზაციის გზით. ჩვენ დაგეხმარებით ციფრული ეკოსისტემის მართვაში.

ნომრის უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესია სასტუმროს კარის საკეტებით აღჭურვა. სმარტერში გვაქვს, როგორც Offline-ი ისე, Online საკეტები. Online საკეტის დაყენების შემთხვევაში, სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი დისტანციურად, ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას: ღიაა თუ დახურულია კარი, რომელი ბარათით გაიღო ნომერი და ვინ შევიდა ოთახში, როგორია ელემენტის დონე.

Offline-ი საკეტის შემთხვევაში, რეცეფციის თანამშრომელს არ აქვს წვდომა საკეტის სტატუსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, თუმცა ბარათის დაპროგრამება დისტანციურად რეცეფციიდან არის შესაძლებელი.

ნომერში სასმელების და საკვები პროდუქტების კომფორტული შესანახი მოწყობილობა მინიბარია. სმარტერი გთავაზობთ, როგორც ტრადიციულ ისე ჭკვიან მინიბარებს. ჭკვიანი მინიბარის გამოყენების შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აიღებს პროდუქტს, ეს ავტომატურ რეჟიმში აისახება სისტემაში, რაც სასტუმროს მფლობელს ინფორმირებულობის შესაძლებლობას აძლევს.

სასტუმროში ელექტროენერგიის დასაზოგად ერთ-ერთი ეფექტური მოწყობილობა ელექტრო დამზოგველი რელეა. ამ მოწყობილობებით ნომრების აღჭურვის შემთხვევაში, დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანას შეძლებ, აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი, რომ სტუმარს ნომრიდან გასვლის შემდეგ სინათლე ანთებული დარჩება.
იმისათვის, რომ სტუმრისთვის ნომერში ყველა საჭირო ნივთი მოიპოვებოდეს, აუცილებელია ნომრის საყოფაცხოვრებო ტექნიკით აღჭურვა.
სტუმარმა მნიშვნელოვანი ნივთები უსაფრთხოდ, რომ შეინახოს აუცილებელია ნომრის სეიფებით აღჭურვა. ამ შემთხვევაში, სტუმრის ნივთები დაცულია დაკარგვისგან და დალუქულ ადგილას ინახება.
ხშირად შეუმჩნეველი მოწყობილობები ჩვენს კომფორტს ყველაზე მეტად ქმნის. ამიტომ, სრული კომფორტის უზრუნველსაყოფად სმარტერი გთავაზობთ სასტუმროს ნომრის აქსესუარების ფართო არჩევანს.

მომწოდებლები

Smarter-Logo-Svg