ქსელური უზრუნველყოფა

მაღალი ხარისხის ინტერნეტის სწრაფი მიწოდება

სმარტერი გთავაზობთ ნებისმიერი შენობა-ნაგებობისთვის ქსელის დაგეგმვისა და გამართვის სერვისს. ჩვენი ინჟინრები პროექტს ისე გეგმავენ, რომ ქსელი სისტემურად იყოს მოწესრიგებული და ერთი ადამიანის ქმედება არ უშლიდეს ხელს მეორეს. ქსელური უზრუნველყოფის კუთხით სმარტერი იყენებს წამყვანი ბრენდების მოწყობილობებს, ესენია: CISCO, ZYXEL, MIKROTIK, UBIQUITI, ARUBA და JUNIPER.

სმარტერი გთავაზობთ Wi-fi წვდომის წერტილების (Access Point) მონტაჟს, რაც გულისხმობს Wi-fi-ს გავრცელებას სხვადასხვა ოთახებში. მაგალითად, სასტუმროს ყველა ოთახს ინტერნეტი სწრაფად და შეუფერხებლად რომ მიეწოდოს, შენობაში ვნერგავთ Mesh Wi-fi სისტემას. გარდა ამისა, ჩვენ სასტუმროებს ვთავაზობთ მათზე მორგებული IP ტელევიზიისა და ტელეფონიის სისტემებს.

ამ შემთხვევაში, სასტუმროს აქვს შესაძლებლობა ტელევიზორზე გამოიტანოს მისთვის სასურველი სერვისები, მომხმარებელი კი შეძლებს პირდაპირ ტელევიზორის საშუალებით ისარგებლოს სხვადასხვა მომსახურებით. ეს სისტემა ასევე გვაძლევს ბილინგის ანუ გადახდის სისტემის დანერგვის საშუალებასაც. ამ შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია ნებისმიერ დროს ტელევიზიის საშუალებით ლაივ რეჟიმში ნახოს მისი მიმდინარე ანგარიში და გადაიხადოს თანხა. რაც შეეხება ტელეფონიას, ტელეფონიის გამოყენებით სტუმარს ექნება კავშირი ქალაქის ქსელთან და ასევე შეძლებს, რომ ნომრიდან დაუკავშირდეს რეცეფციის თანამშრომელს.

აღმოაჩინე

ჭკვიანი გადაწყვეტილებები

დაზიანებული ქსელის აღდგენა

იმ შემთხვევაში თუ ქსელში კაბელი დაზიანდება, ჩვენი ინჟინრების გუნდი დაადგენს დაზიანებული კაბელის ადგილმდებარეობას და აღადგენს მას.

სმარტერი გთავაზობთ ქსელის დაპროექტების სერვის, რაც გულისხმობს: IP  ტელევიზიის, ტელეფონიის, ინტერნეტის, წვდომის წერტილების განლაგების და სასერვერო ოთახის პროექტირებას.

მონტაჟის მომსახურება მოიცავს: ფიზიკური ქსელის მონტაჟს, დაკაბელებას, Wi-fi Access Point-ის მონტაჟს, სასერვერო ოთახის საკომუნიკაციო კარადის (Rack) და მისი მაკომპლექტირებლების ფიზიკურ მონტაჟს. ჩვენი გუნდი ასევე გთავაზობთ პროგრამული ქსელის გამართვას, რაც მოიცავს: როუტერების და Wi-fi Access Point-ის კონფიგურაციას, ასევე, ქსელში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობის პროგრამულ გამართვას და სრული ქსელის დაცვას (Firewall).

მომწოდებლები

Smarter-Logo-Svg