ჩვენ შესახებ

ჩვენ ვქმნით ჭკვიან გადაწყვეტილებებს – არა მხოლოდ პროდუქტებს

როგორ გახადო სახლი, ოფისი ან სასტუმრო ჭკვიანი?

ამ კითხვაზე პასუხი 2015 წელს ვიპოვეთ, როდესაც პირველად ქართულ ბაზარზე საფუძველი ჩავუყარეთ ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემების დანერგვას. მას შემდეგ, სმარტერში ჩვენ ყოველდღიურად ვემსახურებით ადამიანებისთვის უკეთესი სამუშაო, საცხოვრებელი, გასართობი და დასასვენებელი გარემოს შექმნას. სმარტერის მთავარი ღირებულებაა თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული სრული ელექტრო სისტემების მომსახურება. დღეს ჩვენი გუნდი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც მოიცავს, როგორც პროექტირებას, პროდუქციის მიწოდებას, ისე აღსრულებას და აღსრულების შემდგომ მომსახურებას.
ჭკვიანი სახლი და ავტომატიზაცია

სმარტერის ისტორია

სმარტერი Smarter.ge-ს გამოჩენა ბაზარზე

შევქმენით ჩვენი პირველი ინოვაციური ტექნიკის მაღაზია Smarter.ge, რომლის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა ინოვაციური ტექნიკის გაყიდვა, ადგილზე მიწოდება და მომსახურება. სმარტერი დაარსდა მომხმარებლის გამოცდილების მაღალი სტანდარტის დანერგვის მიზნით, რაც იმდროინდელი ბაზრისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.
სმარტერი დაარსება 2015 წელი (2)

სმარტერი პირველი შოურუმი საქართველოში

გავხსენით ჭკვიანი სახლის პირველი შოურუმი საქართველოში. შოურუმის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე დაეტესტა ყველა პროდუქტი და ისე მიეღო გადაწყვეტილება. ამ წელსვე, ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა უკაბელო სისტემების მიმართულებით წამყვანი ბრენდის ORVIBO-ს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომელიც დღეისთვის საქართველოში საკმაოდ დიდი ცნობადობითა და მაღალი ნდობით სარგებლობს.

სმარტერი Smarter.ge გახდა კომპანია სმარტერი

ონლაინ მაღაზია Smarter.ge გახდა კომპანია სმარტერი. შევცვალეთ კომპანიის ლოგო, პოზიციონირება, მიდგომები და ბრენდის სხვა კომპონენტები.

სმარტერი საერთაშორისო პარტნიორების გამოჩენა

დავუმეგობრდით ბევრ საერთაშორისო კომპანიას. ერთი მხრივ, სმარტერი გახდა, ჭკვიანი სახლის სისტემების კუთხით, ცნობილი ბრენდის, FIBARO-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, Z wave alliance-ის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიც არის: ASSA ABLOY, RING, AEOTEC, AXIS, Johnson Controls და ა.შ.

სმარტერ სოლარის შექმნა

ბაზარზე დავინახეთ მზის სისტემების კუთხით ახალი მიმართულების ჩამოყალიბების საჭიროება. ამიტომ, შევქმენით კომპანია „სმარტერ სოლარი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მეორე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.

ყველაზე დიდი შოურუმი კავკასიაში

პანდემიამ ვერ შეგვაჩერა და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით გავხსენით მთელს კავკასიაში ელექტრო სისტემების კუთხით ყველაზე მასშტაბური შოურუმი. შოურუმში ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს შეეძლო პროდუქტების დატესტვა, გამოცდა და ამ ყველაფრის მიხედვით გადაწყვეტილების მიიღება. ეს იყო ახალი სიტყვა ისეთი ტიპის მომსახურებებზე, როგორიც არის: ავტომატიზაცია, ელექტრო მომსახურება, სახანძრო უსაფრთხოება, დაშვების სისტემები და სხვა.

სმარტერ ელექტრიკის გამოჩენა

ჩვენ განვაგრძეთ ზრდა და შევქმენით მესამე კომპანია, „სმარტერ ელექტრიკი“, რომლის მთავარი მიზანი ელექტრობასა და სახანძრო უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. ამ კუთხით, კომპანიამ ნდობა მოიპოვა ადგილობრივ ბაზარზე და დაუმეგობრდა საერთაშორისო მომწოდებლებს, FireClass-ს და ABB-ს.

Johnson Controls-თან დამეგობრება

ამ წელს გავხდით ისეთი გლობალური ბრენდის ოფიციალური პარტნიორი, როგორიც არის Johnson Controls-ი. Johnson Controls-ი დაარსდა ჯერ კიდევ 1885 წელს და მას შემდეგ, წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილეს გაერთიანებას, რომელიც ემსახურება ჭკვიანი შენობების შექმნას. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ბრენდები, როგორიც არის: Ansul®, Metasys®, Simplex®, TYCO® და YORK.
Johnson Controls-თან დამეგობრება

Salto Systems-თან დამეგობრება

ამ წელს გავხდით ისეთი გლობალური ბრენდის ოფიციალური პარტნიორი, როგორიც არის SALTO Systems. SALTO Systems დაარსდა 2001 წელს და მას შემდეგ, მისი სახელი ინოვაციური გადაწყვეტილებების ერთგვარი სინონიმია. ბრენდი გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით და ხედვებით, აწარმოებს როგორც stand alone, ასევე cloud სისტემაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც ადგენენ ახალ სტანდარტებს უსაფრთხოების, მართვადობის, მოქნილობისა და დიზაინის სფეროში. სალტოს ბრენდი იდეალურად ერგება სასტუმროების, საერთო სამუშაო სივრცეების, ოფისების, ფიტნესის, აუზისა და სხვა კომერციული დაწესებულებების საჭიროებებს.
Salto Systems-თან დამეგობრება

პარტნიორობა Comelit Group-თან

მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გავხდით მსოფლიოში აღიარებული ბრენდის — Comelit Group-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. Comelit Group-ის ისტორია იწყება 1956 წელს, როდესაც ბერგამოში ოთხმა მეწარმემ პატარა ავტოფარეხში საერთო იდეის გარშემო გააერთიანა ძალები. ამ დროიდან კომპანია ჩამოყალიბდა წარმატებულ მულტინაციონალურ ორგანიზაციად. დღეს ოჯახური მართვის პრინციპზე დაფუძნებული Comelit Group აერთიანებს 14 კომპანიას — სათავო ოფისს და 9 შვილობილ კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილია 5 კონტინენტზე.

სმარტერი აქტიურად ავითარებს Comelit Group-ის ბრენდს ქართულ ბაზარზე და ნერგავს მის სრულ ტექნოლოგიურ პორტფოლიოს. ჩვენი ექსპერტიზა მოიცავს Comelit-ის ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის თანამედროვე CCTV სისტემებს, სახანძრო სიგნალიზაციასა და სიცოცხლის უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, საჯარო გახმოვანებისა და ხმოვანი ევაკუაციის სისტემებს, ასევე თანამედროვე ინტერკომისა და დაშვების საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში სმარტერი უზრუნველყოფს საიმედო, მაღალი წარმადობის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურას, რომელიც მორგებულია საცხოვრებელ, კომერციულ და ჰოსპიტალიტის პროექტებზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

პარტნიორობა VDA Group-თან

სმარტერი ამაყად აცხადებს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას VDA Group-თან — იტალიურ, მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ მწარმოებელთან და Guest Room Management System (GRMS) ტექნოლოგიების ერთ-ერთ პიონერთან. მრავალწლიანი ისტორიისა და უწყვეტი ინოვაციების საფუძველზე, VDA Group ჩამოყალიბდა პრემიუმ ხარისხის ბრენდად, რომელსაც ენდობიან წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ქსელები მსოფლიოს მასშტაბით.

როგორც თანამედროვე GRMS გადაწყვეტილებების ერთ-ერთი პირველი შემქმნელი, VDA განსაზღვრავს ინდუსტრიის სტანდარტებს ინტელექტუალური ოთახის ავტომატიზაციის, ენერგომენეჯმენტის და სტუმრის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით. დღეს VDA-ს ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება ისეთი პრესტიჟული გლობალური ბრენდების პროექტებში, როგორებიცაა Hilton Hotels, Radisson Hotels, Accor, IHG და სხვა საერთაშორისო ოპერატორები, რომლებიც ითხოვენ მაქსიმალურ საიმედოობას, მოქნილობასა და დახვეწილ დიზაინს.

როგორც VDA Group-ის ოფიციალური დისტრიბუტორი და ინტეგრატორი საქართველოში, Smarter ქართულ ბაზარზე ნერგავს მსოფლიო დონის იტალიურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი წამყვანი სისტემური ინტეგრატორის სტატუსით, Smarter უზრუნველყოფს სრულად ინტეგრირებულ GRMS გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ჰოსპიტალიტის სტანდარტებს და აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიას, ესთეტიკურად დახვეწილ დიზაინსა და გრძელვადიან ოპერაციულ საიმედოობას სასტუმროებისა და პრემიუმ კლასის პროექტებისთვის.

მომწოდებლები

Smarter-Logo-Svg