ჭკვიანი სახლის სისტემების გამოყენებით, შენ აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი სახლიდან გამოსვლისას კარი დაკეტე თუ – არა, ან სინათლე ხომ არ დაგრჩა ჩართული, რადგან აპლიკაციით, ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია გათიშო ან ჩართო განათება, კონდიციონერი, გათბობა და სხვა.
სმარტერი იყო პირველი ბრენდი, რომელმაც 2015 წელს საქართველოში დანერგა ჭკვიანი სახლის სისტემები. მას შემდეგ ჩვენი მიზანია მოვაწყოთ სივრცეები მომხმარებლის სურვილების შესაბამისად.
სმარტერში, 2015 წლიდან ვაკეთებთ ბინების და სახლების ავტომატიზაციას. დღეს ჩვენს პორტფოლიოში ათასობით გასმარტებული სახლია. ჭკვიანი სახლის სისტემების დანერგვის მიზნით, ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, რომლებიც ზრუნავენ საკუთარი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.
თუ სახლის გაჭკვიანების გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩვენი ინჟინრების გუნდი ესტუმრებიან ადგილს, ამის შესაბამისად გააკეთებენ პროექტს, შემდეგ კი დაიწყებენ აღსრულების და პროგრამული უზრუნველყოფის პროცესებს. გარდა ამისა, გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, როგორც რემონტამდე, ისე რემონტის შემდეგ. თუ შენ ისურვებ, რომ გარემონტებული სახლის შიგნით დანერგო ჭკვიანი სახლი, ამ ყველაფერს ზიანის მიყენების გარეშე გავაკეთებთ. შენობის ტიპიდან გამომდინარე გთავაზობთ Zigbee, KNX და Z Wave პროტოკოლებს. ეს პროტოკოლები თავსებადია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტებთან.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ სიგნალიზაციის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს შენობაში აკრძალული მოქმედების მონიტორინგს, მის აღმოჩენას და პრევენციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სისტემები თავსებადია საქართველოში ოპერირებად ყველა დაცვის კომპანიასთან. ეს კი შენობის მფლობელისთვის არის შესაძლებლობა უსაფრთხოების სამსახურს ავტომატურ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი დარღვევის შესახებ.





