Wyndham by Next Group წარმოადგენს 576 ნომრიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს შავი ზღვისპირა კურორტ გონიოში.
კომპანია „სმარტერი“, როგორც Salto-ს ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, Wyndham-ის სასტუმროს სრულად აღჭურვავს ესპანური ბრენდის დაშვების სისტემებით.
დაშვების სისტემები მოიაზრებს შემდეგ მიმართულებებს:
- სასტუმროს ნომრების საკეტები
- საერთო სარგებლობის სივრცეების დაშვების კონტროლი
- თანამშრომლებისა და ოფისის დაშვების კონტროლი
კომპანია სმარტერი ახორციელებს, როგორც პროდუქციის მიწოდებას, ისე მონტაჟსა და პროგრამულ გამართვას.