მწვანე კონცხი ბოტანიკო - სმარტერი

მწვანე კონცხი ბოტანიკო

ზღვისპირა პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი „ბოტანიკო“ მდებარეობს მწვანე კონცხის შუაგულში, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 2 წუთის სავალზე. ბოტანიკო, ისევე როგორც სხვა პრემიალური ტიპის კომპლექსები, მორგებულია თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტსაც წარმოადგენს ჭკვიანი სახლის სისტემა. 

კომპანია სმარტერმა განახორციელა თითოეული ბინის აღჭურვა ჭკვიანი სახლის შემდეგი გადაწყვეტილებებით: კარის ჭკვიანი საკეტი, გათბობა-გაგრილებისა და განათების ავტომატიზაციისთვის აუცილებელი აპარატურა.

გარდა ჭკვიანი სახლის ინდივიდუალური სისტემისა, კომპანია სმარტერმა საცხოვრებელი ბლოკები აღჭურვა, როგორც ჭკვიანი დომოფონის, ისე ინოვაციური დაშვების სისტემებით. აღნიშნული მიმართულებით გამოყენებული იქნა პრემიალური ბრენდის Salto დაშვების სისტემა, რომლის ოფიციალურ პარტნიორსაც საქართველოში წარმოადგენს კომპანია სმარტერი.

ბოტანიკოს მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ერთი აპლიკაციის მეშვეობით მართონ კარის საკეტი, დაარეგულირონ გათბობა-გაგრილება და განათება. ეს ყველაფერი კი განაპირობებს კომფორტულ, უსაფრთხო და ენერგო-ეფექტურ გარემოს, რომელიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.