კრწანისი გრანდე - სმარტერი

კრწანისი გრანდე

ავტომატიზაცია
ჭკვიანი დომოფონის სისტემა

“კრწანისი გრანდე” პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია. კომპლექსის მდებარეობა უნიკალურია, როგორც ქალაქის კულტურულ ცენტრთან სიახლოვით ასევე ქალაქისგან განსხვავებული კლიმატით.

პროექტის ფარგლებში საცხოვრებელ კომპლექსში ჩვენ დავნერგეთ ჭკვიანი დომოფონის სისტემა. აღნიშნულ სისტემას გააჩნია უამრავი უპირატესობა, როგორც დეველოპერის ისე მობინადრისთვის. დეველოპერს აღარ უწევს მთლიანი შენობის დაქსელვა, რადგან ამ სისტემის დაყენება დასრულებულ შენობაშიც შეგვიძლია, რაც ძალიან დიდი რესურსის დაზოგვას გულისხმობს. ხოლო მობინადრეებისთვის ეს არის კომფორტის გარანტია. მნიშვნელობა არ აქვს ბინის მფლობელი იმყოფება თუ არა სახლში, სტუმარს დომოფონის დახმარებით შეუძლია დაუკავშირდეს მობინადრეს, მასთან დაამყაროს ორმხრივი აუდიო-ვიდეო კომუნიკაცია, ხოლო მობინადრეს შეუძლია გააღოს კარი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. გარდა ამისა, ამ სისტემას აქვს სხვა დაშვების მეთოდებიც, მათ შორის: კოდით გაღება, ბარათით გაღება, წინასწარ დაგენერირებული QR კოდით გაღება, რომელიც შეიძლება იყოს ერთჯერადიც.