Next Green - სმარტერი

Next Green

კარის ჭკვიანი საკეტი
ჭკვიანი სახლი
ავტომატიზაცია

Next Green მოქმედი აპარტოტელია, რომელიც მდებარეობს მახინჯაურის ყველაზე მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მოთხოვნა ქალაქგარეთ მდებარე აპარტოტელებზე ყოველდღიურად იზრდება. თანამედროვე ინვესტორები ირჩევენ ადგილს, რომელიც ახლოს არის ბუნებასთან და ამავდროულად გთავაზობს ყველა საჭირო მომსახურებას. სწორედ ამიტომ, Next Green-ის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია.

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტის შესაბამისად, Next Green-ის ნომრები დახვეწილი დიზაინითა და სრული კომფორტით არის მოწყობილი. ამ პროცესში სმარტერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩვენ ნომრები აღვჭურვეთ კარის ჭკვიანი საკეტებით, რაც მობინადრეებს აძლევს საშუალებას აკონტროლონ კარის საკეტის მდგომარეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, აპლიკაციის გამოყენებით. ეს დამატებითი უპირატესობაა უსაფრთხოების კუთხითაც, რადგან მესაკუთრეს კარის გაღების შესახებ დაუყოვნებლივ მისდის შეტყობინება მობილურზე.