ავტოგრაფი ვერაზე - სმარტერი

ავტოგრაფი ვერაზე

ჭკვიანი სახლი
ავტომატიზაცია
უსაფრთხოების სისტემები

ვერის ,,ავტოგრაფი“ ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და პრემიუმ კლასის პროექტს წარმოადგენს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის

მიმდებარე ტერიტორიის გარემოსა და არქიტექტურას. ვინაიდან უბანი მჭიდროდ არის დასახლებული, გათვალისწინებულ იქნა დახურული, გამწვანებული ეზო და ორდონიანი ავტოფარეხი. ათსართულიანი თანამედროვე და დახვეწილი არქიტექტურის მქონე შენობიდან პანორამული ხედები იშლება ქალაქზე, ხოლო აღმოსავლეთით ჩანს ულამაზესი მთაწმინდა.

როგორც ყველა პრემიალური ტიპის კომპლექსი, აღნიშნული პროექტიც აღჭურვილია ჭკვიანი სახლის სისტემებით. ჩვენ ვერის ავტოგრაფის ყველა ბინაში დავნერგეთ ჭკვიანი სახლის და უსაფრთხოების სისტემები. დღეს მობინადრეებს შეუძლიათ საკუთარი სახლი აიყვანონ სიგნალიზაციაზე, დეტექტორების საშუალებით დისტანციურად მიიღონ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ისინი მთლიან სახლს ერთი აპლიკაციით აკონტროლებენ. ეს კი მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ, ენერგოეფექტურ და უსაფრთხო გარემოს ქმნის, რაც პროექტს უფრო მიმზიდველს ხდის.