დაშვების სისტემები - სმარტერი

შენობის შესასვლელების სრული კონტროლი

დაშვების და აღრიცხვის სისტემა თავის თავში მოიცავს: კამერით ამოცნობას, შლაგბაუმით შეშვებას, დომოფონების, ნომრის ამოცნობის სისტემას და ა.შ. ეს სისტემა განსაკუთრებით კომფორტულია სხვადასხვა კომერციული დანიშნულების მქონე ობიექტებისთვის, სავაჭრო ცენტრებისთვის, დახურული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებისთვის, რადგან მისი გამოყენებით შესაძლებელია შენობის სრული კონტროლი. მაგალითად, ნომრის ამოცნობის სისტემის გამოყენებით, შენობის მფლობელს აქვს შესაძლებლობა ნომრით მოახდინოს მანქანის იდენტიფიცირება. პროგრამაში წინასწარ შეყვანილი ნომრის საფუძველზე კი შლაგბაუმი შენობაში ავტომატურად შემოუშვებს სატრანსპორტო საშუალებას.

ჩვენი გუნდი ასევე გთავაზობთ დომოფონების სისტემას. სმარტერში გვაქვს, როგორც ინდივიდუალური, ისე მრავალბინიანი დომოფონები, მათ შორის, ტრადიციული და სმარტ დომოფონები. სმარტ დომოფონი ინოვაციური გადაწყვეტილებაა, რადგან მისი გამოყენების შემთხვევაში კორპუსის მფლობელს აღარ უწევს მთლიანი კორპუსის დაქსელვა და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ამ დროს შენობის შემოსასვლელთან ყენდება ინოვაციური პანელი, რომლის დახმარებით თითოეულ მობინადრეს სტუმარი უკავშირდება ინდივიდუალურ სმარტფონზე ინტერნეტის გამოყენებით ან სახლში დამონტაჟებულ ეკრანზე, რომელიც ასევე ინტერნეტთან არის ინტეგრირებული, ეს შენობის მფლობელებს უზოგავს დიდ თანხას და დროს. დომოფონების კუთხით ჩვენ ვპარტნიორობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის: Comelit, Hikvision, GBF.

მომწოდებლები