Center Of Excellence - სმარტერი

Center Of Excellence

კომპანია სმარტერმა, არქიტექტურულმა კომპანია დემარკმა და KFW განვითარების ბანკმა, რომელიც საქართველოში გერმანიის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით 1993 წლიდან მოღვაწეობს, დაასრულეს თბილისში საერთაშორისო მულტიპროფილური პროფესიული გადამზადების ცენტრის პროექტზე მუშაობა.

 

სმარტერის საინჟინრო-საპროექტო დეპარტამენტის მიერ გერმანულ მხარესთან კოლაბორაციითა და ევროპული ნორმატიული სტანდარტების გათვალისწინებით მომზადდა შენობის საინჟინრო პროექტის შემდეგი მიმართულებები:

 

ელექტროობისა და განათების პროექტი;

სამისამართო სახანძრო დეტექციისა და გახმოვანების პროექტი;

დაშვების სისტემის პროექტი;

IT ქსელის მოწყობის პროექტი;

ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების პროექტი;

მზის ელექტრო სადგურის პროექტი;

შენობის მართვის სისტემის (BMS) პროექტი.

 

სრულად ინოვაციური, ენერგოეფექტური და ავტომატიზირებული შენობის Center of Excellence მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.