რატომ წარმოადგენს Salto მსოფლიო ლიდერს დაშვების კონტროლის მიმართულებით
თანამედროვე შენობებში დაშვების კონტროლი აღარ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი — ის მოიცავს ეფექტურობას, მოქნილობასა და მომხმარებლის გამოცდილებას. ამ მიმართულებით, ერთ-ერთ გამორჩეულ და ინოვაციურ ბრენდად გვევლინება SALTO Systems, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აღიარებულია, როგორც დაშვების სისტემების ლიდერი.
პრემიუმ კლასის სასტუმროებიდან დაწყებული, მრავალფუნქციური კომპლექსებითა და კომერციული ობიექტებით დამთავრებული — Salto უზრუნველყოფს თანამედროვე, მასშტაბირებად და სრულყოფილ გადაწყვეტილებებს.
რატომ არის Salto მსოფლიო ლიდერი?
Salto-მ შეცვალა დაშვების კონტროლის ტრადიციული მიდგომა და შექმნა თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული ეკოსისტემა.
ინოვაცია და ტექნოლოგა
Salto-მ პირველად დანერგა ვირტუალური ქსელი და მობილური დაშვება (mobile access).
შეუზღუდავი მასშტაბი ყველა ტიპის პროექტისთვის
სისტემა მარტივად ერგება როგორც მცირე ობიექტებს, ისე მსხვილ სასტუმროებსა და კომპლექსურ ინფრასტრუქტურას.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
Salto უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და კომფორტულ დაშვებას როგორც სტუმრებისთვის, ასევე პერსონალისთვის.
გლობალური გამოცდილება
Salto წარმატებით დანერგილია ათასობით პროექტში მსოფლიოს მასშტაბით.
ერთიანი ინფრასტრუქტურა სტუმრებისთვის და პერსონალისთვის
Salto-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი აერთიანებს სტუმრის დაშვებასა და პერსონალის დაშვების კონტროლს ერთ სისტემაში.
ეს ნიშნავს, რომ:
- სტუმრები და თანამშრომლები იყენებენ ერთიან პლატფორმას
- არ არის საჭირო სხვადასხვა ბარათების ან ცალკეული სისტემების გამოყენება
- მნიშვნელოვნად მარტივდება მართვა და ოპერირება
სასტუმროს ოპერატორებისთვის ეს ნიშნავს უფრო მაღალ ეფექტურობასა და შემცირებულ ხარჯებს.
Salto SVN – ეკონომიურად ეფექტური გადაწყვეტა
Salto-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა SVN (Salto Virtual Network).
SVN-ის მეშვეობით:
- საკეტების განახლება შესაძლებელია ბარათების საშუალებით (offline რეჟიმში)
- არ არის საჭირო რთული და ძვირადღირებული კაბელირება
- მცირდება როგორც საწყისი, ისე ექსპლუატაციის ხარჯები
ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასტუმროებისთვის, სადაც საინვესტიციო და ოპერაციული ეფექტურობა კრიტიკულია.
ლიდერი სხვადასხვა ინდუსტრიაში
Salto წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სექტორში:
სასტუმროები და რეზორტები
უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებასა და სტუმრის გამოცდილებას.
კომერციული შენობები
ოფისებს აძლევს მოქნილ და ცენტრალიზებულ მართვას.
საცხოვრებელი კომპლექსები
უზრუნველყოფს უსაფრთხო და თანამედროვე დაშვების სისტემებს.
განათლება და ჯანდაცვა
მაღალი მოთხოვნების მქონე ობიექტებში Salto უზრუნველყოფს საიმედოობასა და კონტროლს.
გამოყენება საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებში
Salto აქტიურად გამოიყენება მსოფლიოში წამყვან სასტუმრო ბრენდებში, როგორიცაა:
- Hilton Hotels & Resorts
- Wyndham Hotels & Resorts
- Accor
- Radisson Hotel Group
აღნიშნული ბრენდები ითხოვენ უმაღლეს სტანდარტებს უსაფრთხოების, კომფორტისა და ოპერაციული ეფექტურობის მიმართულებით — რაც სრულად შეესაბამება Salto-ს შესაძლებლობებს.
სმარტერი – Salto-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში
სმარტერი წარმოადგენს Salto-ს ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და აქტიურად ახორციელებს თანამედროვე დაშვების სისტემების დანერგვას სხვადასხვა ტიპის პროექტებში.
სმარტერის გუნდი უზრუნველყოფს:
- სერტიფიცირებულ ინსტალაციასა და ინტეგრაციას
- სისტემის სრულ ციკლს (დიზაინი, მონტაჟი, გაშვება)
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობას
- ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებს
სმარტერის ინჟინრები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფს თითოეული პროექტის მაღალ ხარისხსა და საიმედოობას.
სმარტერის პორტფოლიო
სმარტერს წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი Salto-ს სისტემებით, მათ შორის:
- Hampton by Hilton
- Wyndham (Next Group)
- Buknari
- D Block
- და მრავალი სხვა
აღნიშნული პროექტები ნათლად აჩვენებს სმარტერის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ობიექტები.