KNX ჭკვიანი სახლი
KNX განსხვავებით Zigbee და Z Wave-ისგან არის პროტოკოლი, რომელიც კომუნიკაციისთვის იყენებს სპეციალურ კაბელს.
აღნიშნული სტანდარტი შექმნილია სპეციალურად სახლების და შენობების ავტომატიზაციისთვის. დღესდღეობით, KNX ასოციაციაში გაწევრიანებულია 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი.
ამიტომ, ამ სისტემის მთავარი უპირატესობა არის თავსებადობა, ანუ მას შეუძლია 500-მდე ბრენდის პროდუქტთან ინტეგრირება, რაც მომხმარებლისთვის არჩევანის თვალსაზრისით არის ძალიან მოსახერხებელი.