სასტუმროს ოთახის მართვის სისტემა

რა უპირატესობებს გვთავაზობს სასტუმროს ავტომატიზაცია?

ოთახის მართვის სისტემა სასტუმროსთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა — ეს არის პლატფორმა, რომელიც აკონტროლებს განათებას, კლიმატს, ფარდებს, უსაფრთხოების ელემენტებს, სენსორებსა და სტუმრის მოხერხებულებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ფუნქციას. VDA-ს გამოცდილება, რომელსაც სმარტერის საინჟინრო გუნდი ადგილობრივად აერთიანებს, ქმნის მაღალსტანდარტულ ეკოსისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სტუმრის კომფორტს, ასევე სასტუმროს ოპერირების ეკონომიურობასა და ეფექტურობას.

სმარტერი საქართველოში წარმოადგენს იტალიურ ბრენდ VDA-ს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ითვლება სასტუმრო სექტორისთვის განკუთვნილი GRMS სისტემების წამყვან ინოვატორად. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს შევთავაზოთ მაღალი დონის ინტეგრირებული ოთახის მართვის გადაწყვეტილებები, რომლებიც აერთიანებს ენერგოეფექტურობას, დიზაინს, ტექნოლოგიურ უსაფრთხოებასა და გამართული ოპერირების შესაძლებლობებს.

სმარტერის მიერ დანერგილი GRMS გადაწყვეტები შეესაბამება საერთაშორისო ბრენდულ სტანდარტებს — მათ შორის Hilton, Marriott, IHG, Radisson და Accor ჯგუფების მოთხოვნებს. ჩვენი სისტემა ღრმად ინტეგრირდება PMS, BMS, Access Control, Fire Alarm და ელექტრო ინფრასტრუქტურასთან, უზრუნველყოფს მონაცემთა სინქრონიზაციას და სასტუმროს პროცესების ავტომატიზაციას. შედეგი არის ერთიანი და უაღრესად საიმედო მართვის გარემო, რომელიც ამცირებს ენერგო მოხმარებას, ზრდის ოთახების როტაციის სისწრაფეს და ამაღლებს სტუმრის გამოცდილების ხარისხს.

VDA-ს დიზაინერული ჩამრთველები, თერმოსტატები და ოთახის ინტერფეისები გამოირჩევა მოდულური სტრუქტურითა და მაღალი ესთეტიკით, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ სასტუმროს მოირგოს საკუთარი სტილი — კლასიკურიდან ულტრამოდერნულამდე. სმარტერის გუნდი უზრუნველყოფს როგორც სისტემის არქიტექტურის შექმნასა და პროექტირებას, ასევე მისი სრული ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების და შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

სმარტერისა და VDA-ს პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ GRMS სისტემები, რომლებიც ტექნოლოგიურ დონეზე არ ჩამოუვარდება მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ სასტუმროებს და ქმნის ხარისხის იმ სტანდარტს, რომელიც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ობიექტს გააჩნია. ჩვენი მიზანია თითოეულ სასტუმროს მივაწოდოთ გადაწყვეტა, რომელიც არის ენერგოეფექტური, სტაბილური, კომფორტული და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად სარგებლიანი.

აღმოაჩინე

სერვისები

განათების მართვა

ამ შემთხვევაში, როგორც სტუმარს, ისე რეცეფციის თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ერთი წერტილიდან მართოს მთლიანი ნომრის განათება. ეს სისტემა კომფორტის გარდა, ენერგოეფექტურობასაც უწყობს ხელს, რადგან თუ ოთახი მიხვდება, რომ ნომერში არავინ არის ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგია, ამ გზით კი შემცირდება სასტუმროს დანახარჯები.

სმარტერი გთავაზობთ, როგორც Offline, ისე Online კარის საკეტების. Online საკეტის დაყენების შემთხვევაში, სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი დისტანციურად, ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას: ღიაა თუ დახურულია კარი, რომელი ბარათით გაიღო ნომერი და ვინ შევიდა ოთახში, როგორია ელემენტის დონე. ასევე, რეცეფციის თანამშრომელს თავად შეუძლია გააღოს ან დაკეტოს კარი ისე, რომ ნომერთან მისვლა არ დასჭირდეს.
სასტუმროს ენერგოდანახარჯებში გათბობისა და გაგრილების სისტემას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ, ამ კომპონენტის ავტომატიზაცია განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის ჭკვიანი სისტემები ისეა მოწყობილი, რომ თუ დამსვენებლი ნომრიდან გავა მოწყობილობები ავტომატურად ითიშება ან ძილის რეჟიმში გადაირთვება, ან თუ სტუმარი გააღებს ფანჯარას სისტემა მაშინვე დაპაუზდება, რაც ხელს უწყობს ერთი მხრივ, ენერგის დაზოგვას, მეორე მხრივ, იცავს მოწყობილობის დაზიანებისგან.

მომწოდებლები

Smarter-Logo-Svg