Შენობის მართვის სისტემა

რა უპირატესობებს გვთავაზობს შენობის ავტომატიზაცია?

სმარტერი აღიარებულია, როგორც ბაზრის ლიდერი საქართველოში შენობის მართვის სისტემების (BMS) მიმართულებით. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მასშტაბური, კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველზე, ჩვენ ვთავაზობთ ინტელექტუალურ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის ეფექტურ მართვას, ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას და მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას მომხმარებლებისთვის.

შენობის მართვის სისტემა (BMS) წარმოადგენს ინტეგრირებულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს შენობის ძირითადი საინჟინრო სისტემების ცენტრალიზებულ მონიტორინგსა და მართვას. მათ შორის არის HVAC სისტემები (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება), ელექტრო ინფრასტრუქტურა, განათება, ენერგომოხმარება, სახანძრო უსაფრთხოება და სხვა მექანიკური სისტემები. აღნიშნული სისტემების ერთიან ინტელექტუალურ გარემოში გაერთიანება ქმნის „ჭკვიან“ შენობას, რომელიც მუშაობს მონაცემებზე დაფუძნებული ლოგიკით.

სმარტერი უზრუნველყოფს BMS სისტემების სრულ სპექტრს — სისტემის დიზაინიდან და საინჟინრო დაგეგმვიდან დაწყებული, ინტეგრაციით, პროგრამირებით, ტესტირებითა და კომისიონირებით დასრულებული, ასევე შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერით. ჩვენი მიდგომა უზრუნველყოფს სხვადასხვა სისტემების შეუფერხებელ ინტეგრაციას, მათი სირთულისა და მასშტაბის მიუხედავად.

ჩვენი ტექნიკური ექსპერტიზის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ღია საკომუნიკაციო პროტოკოლების, როგორიცაა BACnet და Modbus, გამოყენებას. აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფს სხვადასხვა მოწყობილობებსა და სისტემებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას, რაც ქმნის მოქნილ, მასშტაბირებად და მომავლისთვის მზად ინფრასტრუქტურას.

სმარტერის გადაწყვეტილებები გაძლიერებულია ჩვენი პარტნიორობით Johnson Controls-თან — გლობალურ ლიდერთან შენობების ავტომატიზაციისა და მართვის ტექნოლოგიებში. მრავალწლიანი ისტორიისა და ინოვაციური მიდგომების საფუძველზე, Johnson Controls ქმნის თანამედროვე BMS პლატფორმებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კომერციულ, ინდუსტრიულ და ჰოსპიტალითი სექტორებში მთელ მსოფლიოში.

Johnson Controls-ის სისტემები გამოირჩევა მაღალი საიმედოობით, ანალიტიკური შესაძლებლობებითა და ინტელექტუალური ავტომატიზაციით. აღნიშნული ტექნოლოგიები იძლევა რეალურ დროში მონიტორინგის, პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ზრდის შენობის ეფექტურობას.

სმარტერი აერთიანებს მაღალ ტექნიკურ კომპეტენციას, მოწინავე ტექნოლოგიებსა და სრულ საინჟინრო მომსახურებას, რაც ქმნის ახალ სტანდარტს ინტელექტუალური შენობების მართვის სფეროში საქართველოში.

აღმოაჩინე

სერვისები

გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია

ენერგოდანახარჯებში გათბობისა და გაგრილების სისტემას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შენობის ავტომატიზაცია. BMS-ი 30-40%-მდე ამცირებს ენერგორესურსების მოხმარებას შესაბამისად, ნებისმიერი ბიზნესისთვის რესურსების ოპტიმიზაცია ჭკვიანი გადაწყვეტილებაა. შენობის მართვის ამ სისტემაში შესაძლებელია ზონალური მართვა, მაგალითად, სართულების მიხედვით ტემპერატურის კონტროლი, იმის განსაზღვრა თუ ჰაერის რა რაოდენობის მიწოდებაა საჭირო კონკრეტული ლოკაციისთვის. ასევე, თუ ვიცით შენობაში ადამიანების რაოდენობა, შესაძლებელია ამის შესაბამისად გათბობის და გაგრილების რეგულირება.
შენობაში არსებული მექანიკური ნაწილების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია მათი სწორი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგება. სწორ მომარაგებას კი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ქსელის მართვა, რაც აკონტროლებს მექანიკური ნაწილისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვას, სიმძლავრეს და სიხშირეს, გვაწვდის ინფორმაციას ქსელში მიმდინარე პროცესების შესახებ. გარდა ამისა, ქსელის მართვის დახმარებით შესაძლებელია ციფრული ენერგო აღრიცხვა, ანუ წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა ხარჯი იქნება წლის ბოლოს, ეს კი თავის მხრივ რესურსების ოპტიმიზაციასა და სწორ დაგეგმვას უწყობს ხელს.
განათების მართვა გვაძლევს შესაძლებლობას ვაკონტროლოთ შენობის გარე ფასადის, ეზოს, პარკინგის, საერთო სივრცეების, მთლიანი ინფრასტრუქტურის განათება, რაც მოიაზრებს, როგორც შიდა ისე გარე სივრცეებს და საერთო მოხმარების ზონებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ განათება ერგება სინათლის დონეს. ღამით ის უფრო კაშკაშაა და მეტ ენერგიას მოიხმარს, შებინდებისას უფრო ნაკლებად ანათებს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რაც ეფექტურ შედეგს გვაძლევს ენერგიის დაზოგვის კუთხით.
ნებისმიერი შენობისთვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კი არსებობს: ვიდეო მეთვალყურეობის, სიგნალიზაციის, დაშვების და აღრიცხვის სისტემები. თითოეულის მართვა ზონალურად არის შესაძლებელი, რაც ბიზნესის მფლობელს აძლევს შესაძლებლობას კონკრეტულ ადგილებზე დაუშვას კონკრეტული თანამშრომლები, თვის ან კვირის ჭრილში დააკვირდეს მათი მოძრაობის მარშრუტს, დისტანციურად აკონტროლოს შენობაში შესული და გასული სატრანსპორტო საშუალებები.

შენობის ავტომატიზაციის დროს, სახანძრო უსაფრთხოებასთან ინტეგრაცია უზრუნველყოფს, ორ უმნიშვნელოვანეს პროცესს: დეტექციას ანუ ხანძრის აღმოჩენას და პრევენციას, აღმოჩენილი ხანძრის დაუყოვნებლივ ჩაქრობას.

იმისათვის, რომ შენობისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობდეს ცხელი და ცივი წყლის მიწოდება, აუცილებელია წყალმომარაგების კონტროლი, რაც გულისხმობს მოტორების მუშაობის მონიტორინგს და წყლის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის ან გაჟონვის შემთხვევაში ინფორმაციის ავტომატურ, დისტანციურ რეჟიმში მიწოდების შესაძლებლობას.

ჩვენი კლიენტები

Smarter-Logo-Svg