ჭკვიანი სახლის სისტემა - სმარტერი

ჭკვიანი სახლის სისტემა

რას ნიშნავს ჭკვიანი სახლი? – ეს არის სრულად ავტომატიზებული საცხოვრებელი სივრცე, რომელიც საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვმართოთ ყველა მოწყობილობა.

Zigbee უკაბელო ჭკვიანი სახლი

სმარტერი ჭკვიანი სახლის სისტემებს Zigbee პროტოკოლზე დაყრდნობით ქმნის

ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური პარტნიორობა მსოფლიოში წამყვან ბრენდთან ORVIBO-სთან, რომელიც დღეისთვის საქართველოში დიდი ცნობადობითა და მაღალი ნდობით სარგებლობს. და მაინც რა არის Zigbee პროტოკოლი? - ეს არის უკაბელო ტექნოლოგია, რომელიც ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს ერთმანეთთან უკაბელოდ აკავშირებს, ხოლო სახლის მფლობელს საშუალებას აძლევს მართოს ყველა ჭკვიანი გადაწყვეტილება ერთი აპლიკაციიდან. 

პროდუქტები

თუ გინდა, რომ გასაღების არსებობა დაივიწყო და საკუთარი კარის მართვა უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და მოსახერხებელი გზებით სცადო, მაშინ სმარტერი გთავაზობს ORVIBO-ს კარის ჭკვიან საკეტებს. ჭკვიანი საკეტი იდეალური პროდუქტია იმისთვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება გაიმარტივო, აღარ იფიქრო იმაზე კარი ჩაკეტე თუ არა. შენ გაქვს ბინაზე სრული კონტროლი, მაშინაც კი, როდესაც გასაღები მესამე პირის ხელშია.

Z Wave ჭკვიანი სახლი

სმარტერი მომხმარებელს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს და ასევე სთავაზობს Z Wave პროტოკოლს

Z Wave ისევე, როგორც Zigbee, არის უკაბელო პროტოკოლი, რომელიც ფოკუსირებულია ჭკვიანი სახლის მართვაზე. Z Wave-ში მოქცეულია ჭკვიანი სახლის ყველა გადაწყვეტილება: სენსორები, ნათურები, გათბობის მართვის საშუალებები, საკეტები, ჩამრთველები და სხვა.



ბრენდები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ

KNX ჭკვიანი სახლი

KNX განსხვავებით Zigbee და Z Wave-ისგან არის პროტოკოლი, რომელიც კომუნიკაციისთვის იყენებს სპეციალურ კაბელს.

აღნიშნული სტანდარტი შექმნილია სპეციალურად სახლების და შენობების ავტომატიზაციისთვის. დღესდღეობით, KNX ასოციაციაში გაწევრიანებულია 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი. ამიტომ, ამ სისტემის მთავარი უპირატესობა არის თავსებადობა, ანუ მას შეუძლია 500-მდე ბრენდის პროდუქტთან ინტეგრირება, რაც მომხმარებლისთვის არჩევანის თვალსაზრისით არის ძალიან მოსახერხებელი. 

ბრენდები

დღესდღეობით, KNX ასოციაციაში გაწევრიანებულია 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი.