სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მიზანია, ადამიანებისთვის უკეთესი სამუშაო, საცხოვრებელი და გასართობი გარემოს შექმნა.

სმარტერ ბიზნეს ჯგუფი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა ძირითადი მიმართულებაც არის ინოვაციური ტექნოლოგიები, ჭკვიანი სახლის სისტემები, შენობა-ნაგებობების ავტომატიზაცია და ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სადგურების მოწყობა.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს 2015 წლიდან. მისი ძირითადი მიმართულება სრული ელექტრო სისტემების მომსახურებაა. დღეს სმარტერ ბიზნეს ჯგუფის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: სმარტერი, სმარტერ სოლარი და სმარტერ ელექტრიკი.