სახლი და ბინა - სმარტერი

ჭკვიანი გადაწყვეტილება ჭკვიანი სახლისთვის

სმარტერში, 2015 წლიდან ვაკეთებთ ბინების და სახლების ავტომატიზაციას. დღეს ჩვენს პორტფოლიოში ათასობით გასმარტებული სახლია. ჭკვიანი სახლის სისტემების დანერგვის მიზნით, ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან, რომლებიც ზრუნავენ საკუთარი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.

თუ სახლის გაჭკვიანების გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩვენი ინჟინრების გუნდი ესტუმრებიან ადგილს, ამის შესაბამისად გააკეთებენ პროექტს, შემდეგ კი დაიწყებენ აღსრულების და პროგრამული უზრუნველყოფის პროცესებს. გარდა ამისა, გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, როგორც რემონტამდე, ისე რემონტის შემდეგ. თუ შენ ისურვებ, რომ გარემონტებული სახლის შიგნით დანერგო ჭკვიანი სახლი, ამ ყველაფერს ზიანის მიყენების გარეშე გავაკეთებთ. შენობის ტიპიდან გამომდინარე გთავაზობთ Zigbee, KNX და Z Wave პროტოკოლებს. ეს პროტოკოლები თავსებადია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქტებთან.

გადაწყვეტილებები

  • 01
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კომპანია ,,სმარტერ ელექტრიკი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. მისი მთავარი ფუნქცია ელექტრო სამონტაჟო მომსახურების სრული სერვისის უზრუნველყოფაა. სმარტერ ელექტრიკი გთავაზობთ ელექტრო მომსახურებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც არის: ABB, ETI და სხვა.
  • 02
  • ჭკვიანი განათება საშუალებას გვაძლევს დისტანციურად, აპლიკაციით, ვმართოთ განათების სიკაშკაშე და მოვარგოთ ის ჩვენს მდგომარეობას, წიგნის კითხვას, ფილმის ყურებას, მუშაობას, ძილს. სმარტერი გთავაზობთ ჭკვიანი განათების შემდეგ ტიპებს: ინტერიერის განათება, ინტერიერის ჭკვიანი სანათები (მართვადი) და დალი (DALI) სანათები.
  • 03
  • KNX სტანდარტი იდეალურად ერგება ყველა მოთხოვნას, ქმნის კომფორტის და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს. აღნიშნული სტანდარტი შექმნილია სპეციალურად სახლების და შენობების ავტომატიზაციისთვის. დღეს, KNX ასოციაციაში გაწევრიანებულია 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი. ამიტომ, ამ სისტემის მთავარი უპირატესობა არის თავსებადობა, ანუ მას შეუძლია 500-მდე ბრენდის პროდუქტთან ინტეგრირება, რაც მომხმარებლისთვის არჩევანის თვალსაზრისით არის ძალიან მოსახერხებელი. ჩვენ ვართ ისეთი საერთაშორისო ბრენდების პარტნიორი, როგორიც არის, ABB, Ekinex, Johnson Controls და HDL.
  • 04
    ჩვენი გუნდი გთავაზობთ სიგნალიზაციის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს შენობაში აკრძალული მოქმედების მონიტორინგს, მის აღმოჩენას და პრევენციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სისტემები თავსებადია საქართველოში ოპერირებად ყველა დაცვის კომპანიასთან. ეს კი შენობის მფლობელისთვის არის შესაძლებლობა უსაფრთხოების სამსახურს ავტომატურ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
  • 05
    ეს სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს გავაკონტროლოთ შენობის, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი, დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია საფრთხის არსებობის შესახებ, თვალი ვადევნოთ შენობაში შესულ და გამოსულ ადამიანებს. ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა შენობას იცავს ქურდობის, შეჭრის, ხანძრის, წყალდიდობისგან და სხვა. 2022 წლის დადგენილებით კანონი ნებისმიერ კომერციულ შენობა-ნაგებობას ავალდებულებს, რომ გარე პერიმეტრზე დააყენონ 4 მეგაპიქსელიანი კამერები და აწარმოონ 6 თვიანი ჩაწერა. სმარტერი კანონთან ზუსტი შესაბამისობით გთავაზობთ ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვას. ჩვენი სისტემები აკმაყოფილებს მსოფლიოში დადგენილ უმაღლეს სტანდარტებს.
  • 06
    მუსიკის მოსმენის ან ფილმის ყურებისგან მაქსიმალური სიამოვნება რომ მივიღოთ, აუცილებელია მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა, ამიტომ, სმარტერი გთავაზობთ High-Performance აუდიო სისტემას, რომელიც გათვლილია, როგორც სახლის, ისე საჯარო კინოთეატრებისთვის. HiFi აუდიო სისტემა მაქსიმალურად ერგება ადამიანის სმენის დიაპაზონს, მისი ჟღერადობა მიახლოებულია რეალურ ბგერასთან. HiFi აუდიო სისტემის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია სახლის ტელევიზორი სამგანზომილებიან აუდიო სისტემად გადავაქციოთ. ამ დროს დინამიკებში ხმა ისეა გადანაწილებული, რომ მსმენელმა საუკეთესო გზით შეძლოს ბგერების აღქმა.
  • 07
    სმარტერი გთავაზობთ ნებისმიერი შენობა-ნაგებობისთვის ქსელის დაგეგმვისა და გამართვის სერვისს. ჩვენი ინჟინრები პროექტს ისე გეგმავენ, რომ ქსელი სისტემურად იყოს მოწესრიგებული და ერთი ადამიანის ქმედება არ უშლიდეს ხელს მეორეს ან არ აგდებდეს ინტერნეტის სიჩქარეს. Mesh სისტემა გამორიცხავს ინტერნეტის წყვეტას, მაშინაც კი როდესაც სართულებს ან ოთხებს შორის გადაადგილდები. ქსელური უზრუნველყოფის დახმარებით შენს სახლში ინტერნეტის სწრაფი და ხარისხიანი მიწოდება გარანტირებული იქნება. ქსელური უზრუნველყოფის კუთხით, სმარტერი იყენებს წამყვანი ბრენდების მოწყობილობებს, ესენია: Cisco, Zyxel, MikroTik, TPE, Ubiquiti, HPE, Aruba, Juniper.
  • 08
    სმარტერი გთავაზობთ როგორც კერძო, ისე კომერციულ დამტენებს. დამტენის თითოეულ ტიპი განკუთვნილია, როგორც დაბალი, ისე მაღალი სიმძლავრის გამოყენებისთვის. ელექტრომობილზე გადასვლა გვაძლევს შემდეგ უპირატესობებს: ნულოვან გამონაბოლქვს, სუფთა ჰაერს, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და რაც მთავარია, ეკონომიურობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან ბრენდთან - ABB-სთან.
  • 09
    ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება დროთა განმავლობაში გარდაუვალი გახდება. ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და რესურსების დაზოგვის კუთხით, უმნიშვნელოვანესია მზის, როგორც ელექტროენერგიის წყაროდ გადაქცევა. იმის გამო, რომ მზის შუქი განახლებადი რესურსია, მისი გამოყენება შესაძლებელია განუსაზღვრელად სახლის, სასტუმროს, კომერციული თუ ინდუსტრიული შენობისთვის. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კომპანია „სმარტერ სოლარი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მეორე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და მალე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს და ბიზნეს დავეხმაროთ ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლაში.