ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური პარტნიორობა მსოფლიოში წამყვან ბრენდთან ORVIBO-სთან, რომელიც დღეისთვის საქართველოში დიდი ცნობადობითა და მაღალი ნდობით სარგებლობს. და მაინც რა არის Zigbee პროტოკოლი? - ეს არის უკაბელო ტექნოლოგია, რომელიც ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს ერთმანეთთან უკაბელოდ აკავშირებს, ხოლო სახლის მფლობელს საშუალებას აძლევს მართოს ყველა ჭკვიანი გადაწყვეტილება ერთი აპლიკაციიდან.
ჩვენ ვეხმარებით თქვენი მომხმარებლების გადაქცევაში გადამხდელ მომხმარებლებად კონტენტისა და ვირტუალური საქონლის შეთავაზებით და უპრობლემოდ მონეტიზებით. ჩვენ დაგეხმარებით ციფრული ეკოსისტემის მართვაში.
Z Wave ისევე, როგორც Zigbee, არის უკაბელო პროტოკოლი, რომელიც ფოკუსირებულია ჭკვიანი სახლის მართვაზე. Z Wave-ში მოქცეულია ჭკვიანი სახლის ყველა გადაწყვეტილება: სენსორები, ნათურები, გათბობის მართვის საშუალებები, საკეტები, ჩამრთველები და სხვა.
აღნიშნული სტანდარტი შექმნილია სპეციალურად სახლების და შენობების ავტომატიზაციისთვის. დღესდღეობით, KNX ასოციაციაში გაწევრიანებულია 500-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი. ამიტომ, ამ სისტემის მთავარი უპირატესობა არის თავსებადობა, ანუ მას შეუძლია 500-მდე ბრენდის პროდუქტთან ინტეგრირება, რაც მომხმარებლისთვის არჩევანის თვალსაზრისით არის ძალიან მოსახერხებელი.