წარმოიდგინე, სტუმარი შემოდის სასტუმროში და გადის Check in-ს. მან დაასრულა ეს პროცესი და მიდის მისთვის განკუთვნილი ნომრისკენ. სანამ სტუმარი დანიშნულების ადგილამდე მივა, კომპიუტერული ბრძანების საფუძველზე ნომერში ავტომატურად აინთება სინათლე, ჩაირთვება ცენტრალური გათბობა/გაგრილება, გადაიწევა ფარდები და სხვა.
ანუ სტუმართან შესახვედრად ოთახის გამზადება დისტანციურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი, რაც უდიდესი კომფორტია, როგორც სასტუმროს მფლობელისთვის, ისე სტუმრისთვის, რომელსაც ამ ყველაფრის გაკეთება თავად არ მოუწევს. გარდა ამისა, რეცეფციის თანამშრომელს ყველა ნომრის შესახებ კომპიუტერში ავტომატურად აესახება ინფორმაცია: არის თუ არა ვინმე ოთახში, როგორი ტემპერატურაა ნომერში, როგორ მდგომარეობაშია ფარდები, ჩართულია თუ არა განათება, ღიაა თუ არა ფანჯარა და სხვა.
ამ შემთხვევაში, როგორც სტუმარს, ისე რეცეფციის თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ერთი წერტილიდან მართოს მთლიანი ნომრის განათება. ეს სისტემა კომფორტის გარდა, ენერგოეფექტურობასაც უწყობს ხელს, რადგან თუ ოთახი მიხვდება, რომ ნომერში არავინ არის ავტომატურად გაითიშება ელექტროენერგია, ამ გზით კი შემცირდება სასტუმროს დანახარჯები.
სმარტერი გთავაზობთ, როგორც Offline, ისე Online კარის საკეტების. Online საკეტის დაყენების შემთხვევაში, სასტუმროს რეცეფციის თანამშრომელი დისტანციურად, ავტომატურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას: ღიაა თუ დახურულია კარი, რომელი ბარათით გაიღო ნომერი და ვინ შევიდა ოთახში, როგორია ელემენტის დონე. ასევე, რეცეფციის თანამშრომელს თავად შეუძლია გააღოს ან დაკეტოს კარი ისე, რომ ნომერთან მისვლა არ დასჭირდეს.
სასტუმროს ენერგოდანახარჯებში გათბობისა და გაგრილების სისტემას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ, ამ კომპონენტის ავტომატიზაცია განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის ჭკვიანი სისტემები ისეა მოწყობილი, რომ თუ დამსვენებლი ნომრიდან გავა მოწყობილობები ავტომატურად ითიშება ან ძილის რეჟიმში გადაირთვება, ან თუ სტუმარი გააღებს ფანჯარას სისტემა მაშინვე დაპაუზდება, რაც ხელს უწყობს ერთი მხრივ, ენერგის დაზოგვას, მეორე მხრივ, იცავს მოწყობილობის დაზიანებისგან.