ჩვენი ცხოვრების თითქმის 75%-ს ოფისში ვატარებთ, ამიტომ კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. სმარტერმა დანერგა ისეთი პროდუქტი, როგორიც არის ჭკვიანი ოფისი. ჩვენ გვაქვს უამრავი გადაწყვეტილება ოფისის ეფექტურად მართვისთვის. მაგალითად, თუ ოფისში რომელიმე ოთახი ცარიელი იქნება, ავტომატურად გაითიშება განათება, კონდიციონერი და სხვა მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ ენერგოეფექტურობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ჭკვიანი სისტემები აკონტროლებენ ფარდების მდგომარეობას, რადგან მუშაობისთვის შექმნან იდეალური განათება. შეხვედრების ოთახები, საკონფერენციო დარბაზები, საერთო სამუშაო სივრცეები მთლიანად ავტომატიზებულია, რაც გვაძლევს საშუალებას მოვარგოთ ისინი შეხვედრის ტიპს, მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ოთახია ცარიელი ან დაჯავშნილი, დავარეგულიროთ ტემპერატურა ოთახში მყოფი ადამიანების რაოდენობის მიხედვით და სხვა.
გარდა ოფისებისა, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სმარტერი აკეთებს სრულ ელექტრო მომსახურებას, პროექტირებას და აღსრულებას. შენობის ელექტროენერგიის 70%-ს მოიხმარს განათება და გათბობა-გაგრილება. თუმცა ენერგიის ნახევარი იკარგება სისტემის არაეფექტური მართვის გამო. სმარტერის კომერციული გადაწყვეტილებებით, შენობაში ენერგიის მოხმარება მინიმუმ 30%-ით შემცირდება. სავაჭრო ცენტრი, ეს არის ბიზნესის მართვის ადგილი, შესაბამისად, მას სჭირდება ჭკვიანი მენეჯმენტი. ჩვენი სერვისის გამოყენებით, პერსონალს შეუძლია აკონტროლოს ყველა სისტემა, კომპიუტერიდან, აპლიკაციიდან ან პანელიდან. ასევე, ეს არის დამატებითი უპირატესობა უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თანამშრომლები დაუყოვნებლივ მიიღებენ შეტყობინებას.