საავადმყოფოს და კლინიკის ავტომატიზაციის შემთხვევაში, ყველა მოწყობილობა იზრუნებს უსაფრთხოებაზე, ენერგოეფექტურობასა და კომფორტზე. მაგალითად, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემა ოპერაციის დროს გადაირთვება საოპერაციო რეჟიმში და შექმნის შესაბამის ტემპერატურას, ხოლო პალატაში დაარეგულირებს პაციენტისთვის იდეალურ სითბოს ან სიგრილეს. გათბობა-გაგრილების მუშაობის სიმძლავრე მოერგება შენობაში ადამიანების რაოდენობას. თუ შენობაში ცოტა ადამიანია სისტემა ეკონომ რეჟიმზე გადაირთვება.
ენერგოეფექტურობის კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს განათება. საავადმყოფო ეს არის ადგილი, სადაც ყველა სართულზე განათება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რაც მოითხოვს დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარებას.
ჩვენი სისტემის გამოყენებით, როდესაც საავადმყოფოს რომელიმე ზონაში არ ხდება მოძრაობა, განათების სიმკვეთრე ავტომატურ რეჟიმში იკლებს და სისტემა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, რაც ზოგავს ენერგიის მოხმარებას. საავადმყოფოს თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმში შეუძლიათ დაარეგულირონ პალატებისთვის ჟანგბადის მიწოდება, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურა, განათება და სხვა.
არ უნდა გამოგვრჩეს უსაფრთხოების საკითხიც. თუ რომელიმე სართულზე დაფიქსირდა განგაში, მთელი შენობა გადადის სპეციალურ რეჟიმში, რადგან ეს სართული გახდეს პრიორიტეტული. მაგალითად, ლიფტის გამოძახების შემთხვევაში, ლიფტი მხოლოდ ამ სართულზე გადაადგილდება.