ინდუსტრიული გადაწყვეტილებები - სმარტერი

გადაწყვეტილება, რესურსების ეფექტურად გამოყენებისთვის

ბიზნესის მფლობელებისთვის ინდუსტრიული შენობის ავტომატიზაცია მაქსიმალურად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, რაც ნიშნავს მაღალ პროდუქტიულობას, მაღალ ხარისხს და მოსახერხებელ სამუშაო პროცესს. ამ დროს არ ხარ დამოკიდებული ადამიანის ქმედებაზე, ტექნოლოგიები კი უშეცდომოდ გემსახურებიან. წარმოიდგინე, ქარხანაში 30 თანამშრომლის აყვანის ნაცვლად, დავალებებს კომპიუტერები, კონტროლერები და რობოტები ინაწილებენ. 

სმარტერი გთავაზობთ არა მხოლოდ შენობის, არამედ დანადგარების ავტომატიზაციასაც, რადგან თითოეულმა მოწყობილობამ იმუშაოს ისე, რომ შემცირდეს ხარჯი და გაიზარდოს პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა.

ჩვენს პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც გავაკეთეთ არსებული შენობის ავტომატიზაცია და განახლება. გარდა დანახარჯების შემცირებისა, ჩვენ ვეხმარებით შენობის მფლობელებს რესურსები მოიზიდონ ბუნებრივი წყაროებიდან, მაგალითად, მზის პანელებიდან. ჩვენი კომპანიის სმარტერ სოლარის გამოცდილი ინჟინრები გამოიკვლევენ შენობის მიერ მომავალში მოხმარებული ენერგიის მოცულობას და მასზე დაყრდნობით შემოგთავაზებენ ოპტიმალურ სიმძლავრეს. გარდა ამისა, ისინი განსაზღვრავენ მზის პანელების დახრის კუთხეს, რადგან პანელის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ მიაღწიოს პიკურ დონეს. 

მზის ელექტროსადგური ხელმისაწვდომია წელიწადის ნებისმიერ დროს, რადგან მოღრუბლულ ამინდშიც კი გამოიმუშავებს ენერგიას. მისი სიცოცხლისუნარიანობა საშუალოდ 30 წელზე მეტია და რაც მთავარია არის ბევრად უსაფრთხო, ვიდრე სხვა ენერგო გენერაციის საშუალებები.

გადაწყვეტილებები

  • 01
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კომპანია ,,სმარტერ ელექტრიკი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. მისი მთავარი ფუნქცია ელექტრო სამონტაჟო მომსახურების სრული სერვისის უზრუნველყოფაა. სმარტერ ელექტრიკი გთავაზობთ ელექტრო მომსახურებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების დაცვით.
  • 02
  • ჭკვიანი განათება საშუალებას გვაძლევს დისტანციურად, აპლიკაციით, ვმართოთ განათების სიკაშკაშე და შევინარჩუნოთ ენერგოეფექტურობა. ამ გადაწყვეტილებით, შენ შეგიძლია მარტივად მართო მასშტაბური განათება, რომელიც მოიცავს მრავალ სართულს და დიდ ტერიტორიებს. სმარტერი გთავაზობთ ჭკვიანი განათების შემდეგ ტიპებს: ინტერიერის განათება, ინტერიერის ჭკვიანი სანათები (მართვადი) და დალი (DALI) სანათები.
  • 03
  • სმარტერი კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების, კერძოდ, ხანძრის დეტექციის და პრევენციის სისტემებს. ჩვენ ვართ Johnson Controls-ის ბრენდის, FireClass-ის პარტნიორები, რომლის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა აკმაყოფილებს N54 სტანდარტს და არის ასოცირებული ევროკავშირში.
  • 04
    სამისამართო გახმოვანების სისტემა არის ელექტრონული აუდიო სისტემა, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია შენობაში მყოფ ადამიანებს ერთდროულად მივაწოდოთ ინფორმაცია. მაგალითად, კრიტიკული სიტუაციების დროს, შეგვიძლია ყველას მოვუწოდოთ დატოვონ შენობა.
  • 05
    შესასვლელების მართვის სისტემა განსხვავდება შენობა-ნაგებობის ტიპიდან გამომდინარე. აქ, შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც თანამშრომლების, ისე სატრანსპორტო საშუალების დაშვება შენობაში და მის პერიმეტრზე. თითოეულის მართვა ზონალურად არის შესაძლებელი, რაც ბიზნესის მფლობელს აძლევს შესაძლებლობას კონკრეტულ ადგილებზე დაუშვას კონკრეტული თანამშრომლები, დისტანციურად აკონტროლოს შენობაში შესული და გასული სატრანსპორტო საშუალებები. დაშვების და აღრიცხვის სისტემა თავის თავში მოიცავს: კამერით ამოცნობას, შლაგბაუმით შეშვებას, დომოფონების, ნომრის ამოცნობის სისტემას და ა.შ.
  • 06
    ჩვენი გუნდი გთავაზობთ სიგნალიზაციის სისტემას. ეს არის სისტემა, რომელიც მოწყობილობების გამოყენებით უზრუნველყოფს შენობაში აკრძალული მოქმედების მონიტორინგს, მის აღმოჩენას და პრევენციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სისტემები თავსებადია საქართველოში ოპერირებად ყველა დაცვის კომპანიასთან. ეს კი შენობის მფლობელისთვის არის შესაძლებლობა უსაფრთხოების სამსახურს ავტომატურ რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი დარღვევის შესახებ.
  • 07
    ეს სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს გავაკონტროლოთ შენობის, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი, დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია საფრთხის არსებობის შესახებ, თვალი ვადევნოთ შენობაში შესულ და გამოსულ ადამიანებს. 2022 წლის დადგენილებით კანონი ნებისმიერ კომერციულ შენობა-ნაგებობას ავალდებულებს, რომ გარე პერიმეტრზე დააყენონ 4 მეგაპიქსელიანი კამერები და აწარმოონ 6 თვიანი ჩაწერა. სმარტერი კანონთან ზუსტი შესაბამისობით გთავაზობთ ნებისმიერი შენობა-ნაგებობის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით აღჭურვას. ჩვენი სისტემები აკმაყოფილებს მსოფლიოში დადგენილ უმაღლეს სტანდარტებს.
  • 08
    სმარტერი გთავაზობთ, როგორც კერძო, ისე კომერციულ დამტენებს. დამტენის თითოეულ ტიპი განკუთვნილია, როგორც დაბალი, ისე მაღალი სიმძლავრის გამოყენებისთვის. ელექტრომობილზე გადასვლა გვაძლევს შემდეგ უპირატესობებს: ნულოვან გამონაბოლქვს, სუფთა ჰაერს, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და რაც მთავარია, ეკონომიურობას.
  • 09
    ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება დროთა განმავლობაში გარდაუვალი გახდება. ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და რესურსების დაზოგვის კუთხით, უმნიშვნელოვანესია მზის, როგორც ელექტროენერგიის წყაროდ გადაქცევა. იმის გამო, რომ მზის შუქი განახლებადი რესურსია, მისი გამოყენება შესაძლებელია განუსაზღვრელად სახლის, სასტუმროს, კომერციული თუ ინდუსტრიული შენობისთვის. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ კომპანია „სმარტერ სოლარი“, რომელიც სმარტერ ბიზნეს ჯგუფის მეორე წარმატებული პროექტი აღმოჩნდა და მალე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს და ბიზნეს დავეხმაროთ ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლაში.