ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილებები სხვადასხვა ტიპის პარკებისა და რეკრეაციული ობიექტებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აღჭურვილი ვართ ყველა მომსახურებით და მოწყობილობით, რათა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში შევქმნათ კომფორტი, უსაფრთხო გარემო, დავზოგოთ რესურსები და შევამციროთ ენერგოდანახარჯები. ჩვენს წარმატებულ პროექტებს შორის არის, ლადო გუდიაშვილის მოედნის განათების სრული ავტომატიზაცია. დღეს ამ მოედანზე მთლიანი განათების მართვა ერთი წერტილიდან არის შესაძლებელი.
სმარტერი გთავაზობთ გარე ლამპიონების ავტომატიზაციას. სამართავი მოწყობილობების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ერთი წერტილიდან ქალაქის მასშტაბით ან კონკრეტული გეოგრაფიული არეალის მიხედვით განათების დისტანციურ რეჟიმში მართვა, რაც მოიაზრებს სიკაშკაშის რეგულირებას. საღამოს მოახლოებასთან ერთად სინათლის სიკაშკაშე გაიზრდება, გათენებასთან ერთად კი შემცირდება, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის შენარჩუნებას.