იმისთვის, რომ ქალაქი იყოს წარმატებული, საჭიროა არა მხოლოდ სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო, არამედ კონკურენტუნარიანი ბაზარი და უფრო კმაყოფილი მაცხოვრებელი. ამ მიზნის მისაღწევად, სმარტერი გთავაზობთ შემდეგ გადაწყვეტილებებს: მუნიციპალური განათების მართვა, მრავალფუნქციური საკომუნიკაციო სისტემა, ჭკვიანი შენობა, ჭკვიანი პარკინგი, ნარჩენების მართვა, მზის ელექტროსადგურები, ელექტრომობილების დამტენი სადგურები და საირიგაციო სისტემა. მუნიციპალური განათების მართვა შესაძლებლობას გვაძლევს, ქალაქში განთავსებული ლამპიონები ვმართოთ ცენტრალიზებულად, კონკრეტული გეოგრაფიული არეალის მიხედვით. მისი დახმარებით შეგვიძლია დავარეგულიროთ სინათლის ინტენსივობა. ჭკვიანი ქალაქის გადაწყვეტილებებს შორის გვაქვს, მრავალფუნქციური საკომუნიკაციო სისტემა. ეს გადაწყვეტილება მოიცავს: ქალაქში სპეციალური განათების სისტემების, რუკების, Wi-Fi კავშირის გავრცელებას, სამისამართო გახმოვანების სისტემის დანერგვას, ჰაერის ხარისხის მაკონტროლებელი მექანიზმებისა და მოძრაობის რადარის ავტომატიზაციას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული შენობების ეფექტურად მართვა. სმარტერი გთავაზობთ ჭკვიანი შენობის კონცეფციას, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქის მუნიციპალური შენობები ვმართოთ ცენტრალიზებულად, ავტომატურ რეჟიმში.
ქალაქში მოუწესრიგებელი პარკინგის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ჩვენი ჭკვიანი სისტემის დახმარებით. დეტექტორების საშუალებით, პარკირების სამსახური მიიღებს ინფორმაციას თუ რომელ მანქანას აქვს პარკინგის საფასური გადახდილი, დაჯარიმებას კი ადგილზე მისვლის გარეშე შეძლებს.
ჭკვიანი ქალაქი ასევე გულისხმობს ნარჩენების მართვას. ჩვენ სანაგვე ურნას უზრუნველვყოფთ დაპრესვის სისტემით და დეტექტორით. ეს კი ზრდის ურნის ტევადობას და დისტანციურად გვაწვდის ინფორმაციას თუ რა დონეზეა ურნა გავსებული. მზის ელექტროსადგურები ჭკვიანი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. მისი საშუალებით გონივრულად ვიყენებთ მნიშვნელოვან რესურსებს, ვუფრთხილდებით ეკოლოგიას, ვამცირებთ ნახშირორჟანგის გამოყოფას და ვცხოვრობთ უფრო ჯანსაღ გარემოში.
სმარტერი გთავაზობთ მზის პანელების პროექტირებასა და ინსტალაციას. ყოველდღიურად პოპულარული ხდება ელექტრომობილები. ეს კი თავის მხრივ, ქმნის დამტენი სადგურების მოწყობის საჭიროებას. ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს პროექტირებისა და აღსრულების სერვისი. ჩვენს გადაწყვეტილებებს შორის ასევე შეხვდები საირიგაციო სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს გარემო პირობებისა და ამინდის გათვალისწინებით, ავტომატურ რეჟიმში დისტანციურად მივაწოდოთ წყალი კონკრეტულ ლოკაციას.