კარის ჭკვიანი საკეტი - სმარტერი

სმარტერის კატალოგში არსებული ORVIBO-ს C1 ჭკვიანი საკეტის მართვაში მობილური აპლიკაცია HomeMate დაგეხმარებათ.  

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ისთვის.


Yala C1 ინახავს თითის 100-ზე მეტ ანაბეჭდს და მოსახერხებელი გამოსაყენებელია, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე ოფისებში. 

ის ასევე საშუალებას აძლევს ოჯახის ყველა წევრს ინდივიდუალური პასკოდით ისარგებლოს. შესაძლებელია დროებითი პასკოდის შექმნაც, ეს ფუნქციონალი კი სასტუმროებს განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის. 


პროდუქტს მოყვება ბარათზე წვდომაც და შესაძლებელია გაიღოს გასაღებითაც ელექტრონული გაუმართაობის შემთხვევაში. მოწყობილობის დაყენება არ საჭიროებს დამატებით გაყვანილობას და თავსებადია ბაზარზე არსებული სტანდარტული ზომის კარების 95%-ზე მეტთან. ORVIBO Smart Door Lock S2 განახლებულ ვერსიას წარმოადგენს ORVIBO C1 საკეტის. ის აღჭურვილია სენსორების 8 ჯგუფით, რომელიც ეხმარება საკეტს ზუსტად იგრძნოს, კარი რა მდგომარეობაშია. 

იმ შემთხვევაში თუ კარი ღიაა, მოწყობილობა ამას ხმოვანი სიგნალით შეგატყობინებთ. 


მას ასევე შეუძლია 10 დღით ადრე გაცნობოთ დაცლილი ელემენტის შესახებ. საკეტის ელემენტი 800 დღემდე ძლებს მაშინ, როცა სტანდარტული ჭკვიანი საკეტის ბატარეის ხანგრძლივობა, ხშირ შემთხვევაში, 300 დღემდეა. 

ORVIBO Smart Door Lock T1C ტექნოლოგიისა და ესთეტიკის იდეალური შერწყმაა. პროდუქტი ცნობილია იმით, რომ მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს და შესაბამისად, საკმაოდ დღეგრძელი ელემენტიც აქვს - მოწყობილობის ბატარეა 500 დღემდე მუშაობს. 


A1 ჭკვიანი საკეტი კი გამორჩეულია მისი მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინით. პროდუქტს არ აქვს სახელური, ამიტომ ის განსაკუთრებით მოხერხებულია ისეთი კარისთვის, რომელსაც თავად აქვს ჩაშენებული სახელური.

მომწოდებლები