ხანძრის დეტექცია - სმარტერი

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, სანდო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები

სმარტერში გვაქვს ხანძრის დეტექციის და პრევენციის სისტემები. ხანძრის დეტექციის სისტემა გულისხმობს, შენობაში ხანძრის აღმოჩენას, ხოლო პრევენციის სისტემა ხანძრის ჩაქრობას. სახანძრო დეტექციის სისტემა თავის მხრივ იყოფა ორ კატეგორიად: მისამართულ და არამისამართულ სისტემებად. მისამართული სისტემა გულისხმობს, ხანძრის კერის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენას. მაგალითად, თუ შენობაში გაჩნდება ცეცხლი, მისამართული სისტემა მოგვაწვდის ზუსტ ინფორმაციას, თუ რომელმა დეტექტორმა აღმოაჩინა ხანძრის კერა. ხოლო არამისამართული სისტემა იყოფა ზონებად. მაგალითად, 8 სართულიან შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ჩვენ გავიგებთ, რომელ ზონაში ანუ რომელ სართულზეა ხანძარი. არამისამართული სისტემა ბევრად უფრო ბიუჯეტური და ხელმისაწვდომია, თუმცა N41-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობებისთვის აუცილებელია მისამართული სისტემის დაყენება. რაც შეეხება პრევენციის სისტემას, იგი შედგება ხანძრის გაწოვის და დაწნევის სისტემებისგან. ამ შემთხვევაში, ყველა შენობაში ყენდება ვენტილაციის სისტემა, ხანძრის გაჩენისას ჩაირთვება ძრავები, კვამლი კი გაიწოვება.პრევენციის კუთხით სმარტერში გვაქვს ხანძარქრობის სპინკლერული სისტემაც.

თუ ოთახში ტემპერატურა 60 გრადუსზე მეტს მიაღწევს, გასკდება სპინკლერის კაფსულა და მაღალი წნევით წამოვა წყალი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ წყლით არ ხდება ხანძრის ჩაქრობა. მაგალითად, სასერვერო ოთახისთვის გვაქვს ვაკუუმ ხანძარქრობა, ამ შემთხვევაში წყლის გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ოთახში არსებული მოწყობილობები, ამიტომ, ხანძარი მოექცევა უჰაერო სივრცეში და ამ გზით მოხდება ცეცხლის ლიკვიდაცია. ასევე არსებობს, კაფსულებით ხანძარქრობის სისტემაც, მას არ სჭირდება მილები, კაფსულა ყენდება ჭერში, რომელიც არის ერთჯერადი და ხანძრის შემთხვევაში სკდება, ამ გზით ცეცხლის ლიკვიდაცია 25 კვადრატულ მეტრზეა შესაძლებელი. სახანძრო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მარტო შენობის უსაფრთხოების, არამედ მასში მომუშავე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის კუთხით. ამიტომ, სმარტერი გთავაზობთ ავარიული განათების და Exit მანიშნებლების სისტემას. ელექტროენერგიის გათიშვის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, ჩაირთვება ავარიული სანათები, ნებისმიერი ავარიული ბილიკი განათდება 14 ლუმენზე, ამ გზით კი შენობაში მყოფი ადამიანები საავარიო გასასვლელს მარტივად მიაგნებენ.

მომწოდებლები

ჭკვიანი გადაწყვეტილებები

01

იმისათვის, რომ შენობაში არსებულმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, ჩვენი ინჟინრები ტექნიკურად ამოწმებენ არსებული სისტემებს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მუშაობენ მის გამოსწორებაზე.

02

03