HiFi აუდიო სისტემა

რეალურ ბგერასთან მიახლოებული ჟღერადობა

წარმოიდგინე, ფილმის ყურებისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ მსახიობები შენს ოთხში ლაპარაკობენ ან მუსიკის მოსმენისას გგონია, რომ ბენდი შენ წინ უკრავს, სწორედ მსგავს განცდას გვიქმნის HiFi აუდიო სისტემა. ცუდად მოსმენილი მუსიკა ან უხარისხო აუდიო სისტემით ნანახი ფილმი, სიამოვნების მიღების შესაძლებლობას გვართმევს.

HiFi აუდიო სისტემის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია სახლის ტელევიზორი სამგანზომილებიან აუდიო სისტემად გადავაქციოთ. ამ დროს დინამიკებში ხმა ისეა გადანაწილებული, რომ მსმენელმა საუკეთესო გზით შეძლოს ბგერების აღქმა. მაღალი ხარისხის აუდიო სისტემის გამოყენებით მუსიკა უფრო მდიდარი და ცოცხალი ხდება, ჩვენი საყვარელი სერიალი, სატელევიზიო გადაცემა ან უბრალოდ პოდკასტი კი უფრო აღქმადი.

მომწოდებლები

ჭკვიანი გადაწყვეტილებები

01

სმარტერი გთავაზობთ HiFi აუდიო სისტემით შენობის აღჭურვას, რაც გულისხმობს: შენობის აკუსტიკურ კვლევას და შედეგების შესაბამისად დინამიკების რაოდენობის განსაზღვრას, ხმის სიმძლავრის გათვლას და მოწყობილობების ფიზიკურ მონტაჟს.