სიგნალიზაციის სისტემა - სმარტერი

არასანქცირებული მოქმედების დაუყოვნებლივ გამოვლენა

სიგნალიზაციის სისტემის შემთხვევაში, შენობებში ყენდება დეტექტორები, რომელთა დახმარებით ვიგებთ არასანქცირებულ მოქმედებას. ეს სისტემა მოიცავს: მოძრაობის, მსხვრევის, გაღება-დაკეტვის, წყლის გაჟონვის, გაზის და CO დეტექტორებს. ჩვენი გუნდი გთავაზობთ, როგორც კაბელიან ისე უკაბელო სისტემებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დასრულებულ შენობაშიც არის შესაძლებელი აღნიშნული სისტემების დაყენება.

ეს არის დამატებითი უპირატესობა დიზაინის შერჩევის კუთხით, რადგან მომხმარებელს აქვს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება. სიგნალიზაციის სისტემას შეუძლია იმუშაოს, როგორც ავტონომიურ რეჟიმში, ასევე შესაძლებელია მისი ინტეგრირება შენობის მართვის სისტემასთან.

მომწოდებლები

სიგნალიზაციის სისტემები

ჭკვიანი გადაწყვეტილებები

01

სმარტერში გთავაზობთ, როგორც არსებული ისე ასაშენებელი შენობის დეტალურ მოკვლევას და პროექტირებას. ეს პროცესი შესაძლებელია წარმიმართოს, როგორც დაცვის კომპანიასთან შეთანხმებით, ისე დამოუკიდებლად. პროექტირების კუთხით სმარტერი გთავაზობთ სიგნალიზაციის სისტემის კომპონენტების ნახაზზე ვიზუალურ განთავსებას, პრინციპიალური სქემის (Riser Diagram) შედგენას და სურვილის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.

02