სამისამართო გახმოვანების სისტემა - სმარტერი

ინფორმაციის სწრაფი გავრცელება დიდ შენობებში

როდესაც დიდ შენობაში გვინდა ინფორმაციის სწრაფი გავრცელება, სამისამართო გახმოვანების სისტემა არის ჭკვიანი გადაწყვეტილება. სამისამართო გახმოვანება თავის თავში მოიცავს: ხმის გამაძლიერებლებს, დინამიკებს, მიკროფონებს და მათთან დაკავშირებულ მოწყობილობებს. ამ მოწყობილობების დახმარებით, დიდ ფართობზე შეტყობინება ესმის ყველა ადამიანს, თუმცა შესაძლებელია მისი ზონალური მართვაც. მაგალითად, სისტემა შეიძლება ისე დავაყენოთ, რომ მხოლოდ კონკრეტულ სართულზე ან კონკრეტულ ოთახში მოხდეს ხმის გაჟღერება.

მისი დახმარებით შესაძლებელია: განცხადების გაკეთება, განგაშის სიგნალის გაშვება, ფონური მუსიკის გაშვება და სხვა. ასევე, სამისამართო გახმოვანების სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს დავთვალოთ შენობის კონკრეტულ მონაკვეთში ხმის დეციბელების რაოდენობა. აღნიშნული სისტემის დაყენებას კანონი ავალდებულებს სავაჭრო ცენტრების და ისეთი შენობის მფლობელებს, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს.

მომწოდებლები

ჭკვიანი გადაწყვეტილებები

01

ხშირ შემთხვევაში ინჟინრები დაპროექტებისას უშვებენ შეცდომებს, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე. მაღალპროფესიონალური პროექტის მომზადებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღსრულების ნაწილში. თუ პროექტი არასწორად იქნება შედგენილი, აღსრულებაც არასწორად მოხდება. ამ კუთხით, სმარტერი 41-ე დადგენილების შესაბამისად გთავაზობთ: სახანძრო უსაფრთხოების დეტექციის სისტემის ნახაზის შედგენას, პრინციპიალური სქემის (Riser Diagram) პროექტირებას, Exit მანიშნებლების, ავარიული სანათების, ხანძარქრობის პროექტის და საევაკუაციო გეგმების შედგენას. საევაკუაციო გეგმების შედგენა თავის თავში მოიაზრებს, საევაკუაციო ბილიკების განლაგებას, ბილიკების ნახაზების დაბეჭდვას და გამოკვრას ყველა სართულზე.

02

03