ჭკვიანი სამეთვალყურეო კამერები - სმარტერი

ანალოგური და IP სისტემები

სმარტერი შენობის შიდა და გარე პერიმეტრის მონიტორინგისთვის გთავაზობთ სამეთვალყურეო სისტემის 2 ტიპს, ესენია: ანალოგიური და IP კამერების სისტემა.რა განსხვავებაა ანალოგურ და IP სისტემებს შორის? – IP სისტემა არის თანამედროვე სისტემა, რომლის გამოყენების დროს თითოეულ კამერას ენიჭება IP მისამართი. ანალოგური სისტემის შემთხვევაში მისამართების მინიჭება შეუძლებელია, ამიტომ, კაბელის მანძილში შეზღუდული ვართ. ანალოგურ სისტემასთან შედარებით IP სისტემა არის ბევრად თანამედროვე, მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მთლიანი შენობა-ნაგებობა ერთ სისტემაში მოვაქციოთ. შენობის დაქსელვის დროს ანალოგური კამერები პირდაპირ უნდა შეუერთდეს DVR მოწყობილობას (Digital Video Recorder). DVR არის ანალოგური კამერების ჩამწერი მოწყობილობა, რომელსაც გამოაქვს გამოსახულება.

ხოლო IP კამერების შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერი კამერა დავაერთოთ Switch-ზე და Switch-ის საშუალებით ერთი კაბელით წავიყვანოთ კამერების ჯგუფი NVR-ზე (Network Video Recorder). გარდა ამისა, IP კამერა შესაძლებლობას გვაძლევს ავაწყოთ ე.წ. VMS (Video Monitoring System) სისტემა, სადაც 10 000-მდე კამერა ერთ სისტემაში იქნება მოქცეული. IP კამერები უფრო მძლავრია, ვიდრე ანალოგური, ისინი კადრებს 1-დან 5 მეგაპიქსელამდე გარჩევადობით იღებენ, რაც ქმნის წარმოუდგენლად მკაფიო გამოსახულებას. გარდა ამისა, ამ სისტემის კამერებს როგორც წესი, აქვთ უფრო დიდი ხედვის ველი, ვიდრე ანალოგურ კამერებს. ასევე სმარტერში გვაქვს მანქანის ნომრის ამომცნობი კამერებიც. ნომრის ამოცნობის სისტემის გამოყენებით, შენობის მფლობელს აქვს შესაძლებლობა ნომრით მოახდინოს მანქანის იდენტიფიცირება. პროგრამაში წინასწარ შეყვანილი ნომრის საფუძველზე კი შლაგბაუმი შენობაში ავტომატურად შემოუშვებს სატრანსპორტო საშუალებას.

მომწოდებლები

ჭკვიანი გადაწყვეტილებები

01

სმარტერში გთავაზობთ, როგორც არსებული ისე ასაშენებელი შენობის დეტალურ მოკვლევას და პროექტირებას. ეს პროცესი შესაძლებელია წარმიმართოს, როგორც დაცვის კომპანიასთან შეთანხმებით, ისე დამოუკიდებლად.  პროექტირების კუთხით სმარტერი გთავაზობთ სიგნალიზაციის სისტემის კომპონენტების ნახაზზე ვიზუალურ განთავსებას, პრინციპიალური სქემის (Riser Diagram) შედგენას და სურვილის შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას. 

02

03

04