ბლოქსი ავლაბარი - სმარტერი

ბლოქსი ავლაბარი

ავტომატიზაცია
ჭკვიანი დომოფონის სისტემა

22 სართულიან საცხოვრებელი კომპლექსი "ბლოქსი ავლაბარი" მდებარეობს ისტორიულ უბანში, ავლაბარში, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი, ძველ თბილისზე. კომპლექსი თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული დიზაინით და კომფორტული გარემოთი მიმზიდველი იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნეს შეხვედრებისთვის.

როგორც ყველა პრემიალური ტიპის კომპლექსი, აღნიშნული პროექტიც აღჭურვილია ჭკვიანი დომოფონის სისტემით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ.

აღნიშნული სისტემის დასაყენებლად დეველოპერს აღარ უწევს მთლიანი შენობის დაქსელვა, რადგან ამ სისტემის დაყენება დასრულებულ შენობაშიც შეგვიძლია, რაც ძალიან დიდი რესურსის დაზოგვას გულისხმობს. ხოლო მობინადრეებისთვის ეს არის კომფორტის გარანტია. მნიშვნელობა არ აქვს ბინის მფლობელი იმყოფება თუ არა სახლში, სტუმარს დომოფონის დახმარებით შეუძლია დაუკავშირდეს მობინადრეს, მასთან დაამყაროს ორმხრივი აუდიო-ვიდეო კომუნიკაცია, ხოლო მობინადრეს შეუძლია გააღოს კარი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. გარდა ამისა, ამ სისტემას აქვს სხვა დაშვების მეთოდებიც, მათ შორის: კოდით გაღება, ბარათით გაღება, წინასწარ დაგენერირებული QR კოდით გაღება,

რომელიც შეიძლება იყოს ერთჯერადიც.