მოედანი - სმარტერი

მოედანი

კარის ჭკვიანი საკეტი
ჭკვიანი სახლი
ავტომატიზაცია

,,მოედანი“ ეს არის 1,3 ჰა ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, საერთო სამუშაო ფართებს და საზოგადოებრივ სივრცეს. ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილი გახდება, აქ განთავსდება მაღაზიები და კვების ობიექტები, ჩატარდება არაერთი მასშტაბური ღონისძიება. აპარტამენტის ფლობა და გაქირავება მოედანში სულ უფრო მომგებიანი იქნება.

ამ ყველაფრის მონაწილე ჩვენი გუნდია. სმარტერი მოედნის ყველა ბინაში ახორციელებს სრულ ავტომატიზაციას, კარებები ჭკვიანი საკეტებით იქნება აღჭურვილი, რაც ბინაში შესვლას გასაღების გარეშე უზრუნველყოფს. კომპლექსში განთავსდება უახლესი სახანძრო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. მომავალ მობინადრეები საკუთარი სახლის მართვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, დისტანციურად შეძლებენ. კომფორტი, უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა კი ბინის მყიდველთა მსურველების რიცხვს საგრძნობლად გაზრდის.