White Sails-ი ეს არის პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც აერთიანებს სასტუმროებსა და აპარტამენტებს. იგი გამოირჩევა ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოთი, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით და საუკეთესო მდებარეობით. სწორედ White Sails-ი იყო ჩვენი ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი ბათუმში, სადაც ერთდროულად 800 საცხოვრებელ აპარტამენტში დავნერგეთ ჭკვიანი სახლის სისტემები.