ტურიზმის მიმართულება საქართველოში მზარდია, რაც სასტუმროების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ მზარდ მოთხოვნას სმარტერი მომზადებული ხვდება და გთავაზობთ ყველა გადაწყვეტილებას შენობის მართვის სისტემიდან დაწყებული, სასტუმროს ნომრის მართვის სისტემით დასრულებული. ჩვენს პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არსებული სასტუმროს განახლება და ავტომატიზაცია გავაკეთეთ. ჩვენი სისტემების დახმარებით სტუმარი ნომერში განათების, გათბობის, გაგრილების, ფარდების, კარის მართვას ერთი მოწყობილობიდან შეძლებს.
გარდა ამისა, რეცეფციის თანამშრომელს ნომრის შესახებ კომპიუტერში ავტომატურად აესახება შემდეგი ინფორმაცია: არის თუ არა ვინმე ოთახში, როგორი ტემპერატურაა ნომერში, როგორ მდგომარეობაშია ფარდები, ჩართულია თუ არა განათება, ღიაა თუ არა ფანჯარა და სხვა. ჩვენ შეგვიძლია სასტუმრო აღვჭურვოთ ისეთი ნივთებით, როგორიც არის: კარის ჭკვიანი საკეტები, მინიბარები, სეიფები, ენერგოდამზოგველი რელეები, განათება და სტუმრის ოთახისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. გარდა კომფორტისა, ეს გადაწყვეტილება სასტუმროს მფლობელს უსაფრთხოების და ენერგოეფექტურობის გარანტიას აძლევს.